შემოგვიერთდით

,,ვაფასებთ ჩვენს გუნდს, ვაღიარებთ მათ დამსახურებას და კიდევ უამრავ სიახლეს ვპირდებით” – სალომე ჟორჟოლიანი

2 ნაბიჯი დინამიური, მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული  კომპანიაა. არც მიმდინარე წელი ყოფილა გამონაკლისი და კომპანიამ ბევრი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს.

2021 წელს კომპანია ახალი პოზიციონირებით და სტრატეგიით წარსდგა საზოგადოების წინაშე. „2 ნაბიჯის“ ახალი სლოგანია – „დაზოგე მარტივად“, რაც ერთის მხრივ მოიაზრებს მომხმარებლის სარგებელს დროისა და თანხის დაზოგვის კუთხით, მეორეს მხრივ, საოპერაციო პროცესების გამარტივებას, რომლის მიზანია კომპანიის თანამაშრომლებისთვის დატვირთვის მაქსიმალური შემსუბუქება.

კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ვესაუბრეთ „ორი ნაბიჯის“ ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორს სალომე ჟორჟოლიანს.

HR hub: კომპანიაში ბევრი ახალი HR პროექტი დანერგეთ, მოგვიყევით მათ შესახებ

წლის დასაწყისში დავგეგმეთ თანამშრომელთა ზრუნვის მრავალი სხვადასხვა ტიპის პროგრამა, რომლის მთავარი მიზანი კომპანიის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალის მოტივირება, განვითარება, შენარჩუნება და გაძლიერებაა. სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ვახდენთ წახალისების პროგრამების ადმინისტრირებას.

ასევე შევიმუშავეთ მატერიალური მოტივაციის სქემები, რომელიც ყოველთვიურად ავლენს ეფექტურ თანამშრომლებსა და მაღაზიებს. დავნერგეთ ხელმძღვანელი რგოლის სამოტივაციო სისტემა, რომელმაც ასევე საკმაოდ მაღალი ეფექტურობა მოგვცა.

HR hub: უფრო დეტალურად, რას გულისხმობს თანამშრომელთა აღიარების პროგრამა?

თანამშრომელთა აღიარების პროგრამები გულისხმობს მათ სამოტივაციო სქემების და პროექტების განხორციელებას ეფექტურობის გაზრდის, კმაყოფილების ამაღლების და შენარჩუნების მიზნით.

სამოტივაციო სქემებში მოიაზრება როგორც მატერიალური, ისე მორალური წახალისება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თანამშრომელს კარგად ჰქონდეს გათავისებული, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩართულობას და წვლილს კომპანიის წარმატებაში.

ეფექტური არხებით განვახორციელეთ თანამშრომელთა სწავლება, მასშტაბური ტრენინგები ჩავატარეთ, სადაც ინდივიდუალურ დონეზე შევძელით ჩვენს თანამშრომლებთან კომპანიის მიზნების გაცნობა.

HR hub: როგორც ვიცით საჩუქრები გადაეცით სტაჟიან კოლეგებს, ამაზე რას გვეტყოდით?

დავაარსეთ სტაჟიანი თანამშრომლების კლუბი, რომელთაც პერიოდულად ერთგულებისთვის მადლობას ვუცხადებთ.  სხვადასხვა სამახსოვრო ატრიბუტიკით და საჩუქრით ვცდილობთ დავაფასოთ მათი ლოიალური დამოკიდებულება კომპანიის მიმართ, რადგან #ერთგულებაფასდება!

HR hub: თანამშრომელთა მოტივაციისთვის რა ხერხებს მიმართავთ?

ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელლდება კვლევები, რომლის ფარგლებშიც ვაიდენტიფიცირებთ ყველა დისკომფორტის წყაროს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი თანამშრომლების კმაყოფილებასა და ეფექტურობაზე. გამოვლენილ ფაქტორებზე მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებში ხდება მყისიერი რეაგირება.

თანამშრომელთა მოტივაციის მიმართულებით, მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ, რომლითაც ძალიან ვამაყობ. კერძოდ, დავნერგეთ შეფასების 360 გრადუსიანი უკუკავშირის სისტემა. ერთ-ერთი მთვარი გამოწვევა გახლდათ პანდემიის პირობებში, თბილისსა და რეგიონებში მომუშავე თითოეული თანამშრომლის სწავლება. მასშტაბური სამუშაოები ჩავატარეთ და მოვახერხეთ თანამშრომლამდე მიგვეტანა სისტემის მიზანი, შესაფასებელი კრიტერიუმები და მახასიათებლები. შეფასების სისტემაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა მაქსიმალურად გამოიყენა უკუკავშირის შესაძლებლობა, რამაც მნიშვნელოვანი სურათი მოგვა შედეგების გასაანალიზებლად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ წინარე სამუშაოები საუკეთესო ხარისხით იქნა შესრულებული.

აღნიშნული შეფასების სისტემის ამოქმედება პირველი პრეცედენტია კომპანიაში. შედეგების მართვის მიზნით ვგეგმავთ ინდივიდუალური განვითარების გეგმების შედგენას, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა სწავლებას, განვითარებას, დაწინაურებას და წახალისებას.

HR hub: როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

ჩვენ გვყავდეს შეკრული, მოტივირებული და ერთგული გუნდი. ხოლო ამ მიზნის მისაღწევად ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ სხვადასხვა წამახალისებელი, საგანმანათლებლო და სამოტივაციო პროექტების განხორციელების მიმართულებით.

ვაფასებთ ჩვენს გუნდს, ვაღიარებთ მათ დამსახურებას და წინ კიდევ უამრავ სიახლეს ვპირდებით.