30 იანვარს, „შატო მუხრანის სასახლეში“ HR hub–ის ოფიციალური წევრებისთვის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას კომპანია “შატო მუხრანმა” უმასპინძლა. დასწრება მხოლოდ კლუბის წევრებისთვის იყო შესაძლებელი.
ღონისძიებას 2 მენტორი ჰყავდა:
1. ნინო გაჩეჩილაძე – TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: “თანამშრომელთა ჩართულობა და მისი მნიშვნელობა კომპანიისთვის”.
2. პაპუნა ბარათაშვილი – ფინანსთა სამინისტრო აკადემია. თემა: “ორგანიზაციული და პიროვნული კვლევების ერთიანი ანალიზის უპირატესობა”.
ღონისძიებამ საკმაოდ საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. დასასრულს HR hub-მა გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა წევრებისთვის და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მათგან შემდეგი ღონისძიების მესამე მენტორი გამოავლინა. საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი ირმა მიქაძე გახლავთ ის ადამიანი, რომელიც HR hub-ის მეხუთე ღონისძიებაზე მენტორის სახით წარსდგება.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.