შემოგვიერთდით

10 აპრილს ღონისძიება “HR & Tech” ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 10 აპრილს, 17:00 სთ-ზე, IT აკადემია STEP-ის სივრცეში (მის: ალ.ყაზბეგის 34/34ბ), ღონისძიება “HR&Tech” ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია ტექნოლოგიებში HR მენეჯერებისთვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ნეთვორქინგი.

მოვიცავთ და გავზრდით ცნობიერებას ყველა თემის შესახებ, რისი ცოდნაც HR მენეჯერებს ტექნოლოგიებში ახლა და სამომავლოდ  სჭირდებათ.

მთავარი თემაა  ,,მომავლის სამუშაო ბაზარი”. ღონისძიება განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიები სამუშაო ბაზარსა და HR ინდუსტრიაზე.

დღევანდელი სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიური გარემო HR სპეციალისტებისგან მუდმივ ადაპტაციას და განვითარებას მოითხოვს. სპიკერები გაგვიზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას ადამიანური კაპიტალის მართვისა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, რომელიც HR მენეჯერებს ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდებათ და რაც მათ  სამუშაო პროცესების ეფექტურობის ზრდაში დაეხმარებათ.

დელეგატები ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორიდან  დაესწრებიან.

ბილეთების შესაძენად და დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms.gle/wFksngB7Q7zQTPaM8

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა: 87 ლარი 

მთავარი თემებია:

  • ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა სამუშაო ბაზარზე;
  • ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების როლი კანდიატების შერჩევასა და თანამშრომლების განვითარებაში;
  • მომავლის თანამშრომლების მოთხოვნები და საჭირო უნარები;
  • Gig Economy-ის გამოწვევები და შესაძლებლობები;
  • HR 4.0-ის პერსპექტივა – როგორ შევქმნათ ინოვაციური და მოქნილი სამუშაო გარემო.

რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?

  • იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე  სიახლეებს;

  • გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას;

  • აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.

ვინ იქნებიან სპიკერები:

17:10-17:40 მაკა მახათაძე –  IT academy step -ის დამფუძნებელი და დირექტორი

თემა: „მომავლის სამუშაო ბაზარი: ტექნოლოგიები – შესაძლებლობები თუ გამოწვევა HR ინდუსტრიაში?“

17:40-17:50 ნინო ეფხოშვილი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი

თემა: Gig Economy -ის გამოწვევები და შესაძლებლობები

Gig ეკონომიკა, როგორც ერთ-ერთი მთავარი თანამშრომლობის ფორმა. მისი ძირითადი პრინციპები გამოწვევები და შესაძლებლობები. Gig ეკონომიკა არის სახელმწიფო თუ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი, სადაც ადამიანები მუშაობენ დროებით, პროექტებზე ან მოკლევადიან სამუშაოებზე, ძირითადად სფეროსთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პლატფორმების საშუალებით, მაგალითად UBER, GLOVO, UPWORK და სხვა.

17:50 – 18:05 ნინი ნიკოლაძე – TBC ბანკის HR ბიზნეს პარტნიორი

თემა: როგორ შევქმნათ ძლიერი ტექ კომუნა

როგორ ვგეგმავთ და ვახორციელებთ ჩართულობის ინიციატივებს, პროფესიული ზრდის შესაძლებლობებსა და მარკეტინგულ აქტივობებს რაც ეხმარება კომპანიას როგორც წამყვანი ტექნოლოგიური დამსაქმებლის პოზიციონირებაში და ადგენს ინდუსტრიის ახალ სტანდარტებს.

პროფესიული ზრდის სტრუქტურირებული გზების უზრუნველყოფა კომპეტენციების შეფასების, უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამებისა და მენტორობის საშუალებით თანამშრომლებს ეხმარება კარიერულ წინსვლაში. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინოვაციებს, ზრდის თანამშრომლების ერთგულებას და უზრუნველყოფს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

18:05-18:30  შესვენება

18:30 – 18:45 მარიამ მეხაშიშილი – Ratuken Viber – ის HR ბიზნეს პარტნიორი

თემა: როგორ ვამოტივიროთ IT გუნდი და შევამციროთ გადინება

18:45-19:00 Geosoft – ის გუნდი: შოთა ქებულაძე – კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი, თორნიკე ჩარკვიანი – Customer Success Manager.

თემა: AI და Google ადამიანური რესურსებისთვის

როგორ ეხმარება AI და გუგლის სერვისები HR მენეჯერებს თანამშრომლების მოზიდვაში, ონბორდინგსა და შენარჩუნებაში.

19:00-19:15 მარიკა კლდიაშვილი, ია ნადირაᲨვილი – Bewise  Georgia თანადამფუᲫნებელები, მმართველი პარტნიორები.

თემა: ბიზნესის საჭიროება და კარერული არჩევანი: როგორ ცვლის ციფრული ტექნოლოგიები პროფესიის არჩევანს და მოთხოვნას უნარების ბაზარზე ?

ტექნოლოგიების ეპოქა და უნარების ახალი პარადიგმა: ვინ უნდა ადაპტირდეს?

  • უნარების ახალი პარადიგმა – რას ითხოვს ციფრული ეკონომიკა;
  • კარიერული ადაპტაციის სტრატეგიები ციფრულ ეპოქაში;
  • გიგ-ეკონომიკის პერსპექტივები;
  • ჰიბრიდული უნარები და აკადემიური სავწლების ახალი კონფეცია;
  • გამოწვევები და შესაძლებლობები.

19:15-19:30 ხატია გიორგობიანი – Grant Thornton – ის სენიორ მენეჯერი, ბიზნეს საკონსულტაციო განყოფილება

თემა: პასუხისმგებლობის ალგორითმი: ნდობა, ადამიანი და ტექნოლოგია HR სტრატეგიაში

როგორ ვითარდება თანამედროვე HR სტრატეგიები გარემოში, სადაც ადამიანის როლი და ტექნოლოგიური ინტეგრაცია თანაბრად მნიშვნელოვანი ხდება. პასუხისმგებლობა აღარ არის მხოლოდ ფუნქცია, არამედ ტრანსფორმირდება ალგორითმად, რომელიც ეფუძნება ნდობას, ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას და ტექნოლოგიას.  როგორ შევქმნით სტრატეგია, რომლებიც აერთიანებს:

  • ციფრული ტრანსფორმაციის რუკას;
  • კონკრეტულ ნაბიჯებსა და ინიციატივებს ორგანიზაციული განვითარებისათვის;
  • თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესებას ჩართულობის, მოტივაციისა და კმაყოფილების ზრდის გზით;
  • ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას;
  • ისეთი HR პრაქტიკების მეშვეობით, რომლებიც აძლიერებს ნდობას და პასუხისმგებლობას როგორც თანამშრომლებში, ისე ლიდერებში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 აპრილი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107.

ღონისძიების პარტნიორი და ტექნოლოგიების თემის წარმდგენია IT Academy Step.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სამუშაო სივრცე  NetworkGrant Thornton GeorgiaGeosoft.

მედია პარტნიორები: პალიტრა ნიუსი, ამბები.gebpn

ტეგები: