Signify წარმოადგენს ელექტრონული ხელმოწერების ყველაზე მარტივ და საიმედო პლატფორმას. Signify საგრძნობლად აგიჩქარებთ ბიზნეს პროცესებს, გაგიმარტივებთ დოკუმენტების ხელმოწერის პროცესს და დაგიზოგავთ დროსა და რესურსებს.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანების სამუშაო დროის თითქმის 50-70% იხარჯება რუტინული და განმეორებადი საქმეების კეთებაში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უკვე შესაძლებელია გავიმარტივოთ ან ავტომატიზებული გავხადოთ გარკვეული პროცესები და მეტი დრო გამოვითავისუფლოთ შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რომელიც ერთი მხრივ, ჩვენს დამსაქმებელს უქმნის მეტ ღირებულებას, ხოლო მეორე მხრივ – გვეხმარება ვიყოთ უკეთესები ჩვენს პროფესიაში.
ვებინარის ფარგლებში, HR პროფესიონალებს მათ სფეროში არსებული ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ მოვუყვებით – როგორიც არის ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა, Signify. ამ პლატფორმის დახმარებით, მარტივად და სწრაფად შეძლებთ დოკუმენტების მიმოცვლას თუ დაარქივებას, დაზოგავთ ფურცლებს და თავს აარიდებთ მატერიალურ დოკუმენტებთან დაკავშირებულ უხერხულობებს.
ღონისძიება HR სფეროს წარმომადგენლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა გამოცდილების გაზიარებისთვის, კომუნიკაციისთვის, დისკუსიისთვის, იდეების გაცვლისა და სიახლეების გაცნობისთვის. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია როგორც HR მენეჯერებისთვის, ასევე თემით დაინტერესებული მენეჯერებისა და დირექტორებისთვის.
Signify-ის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების პარტნიორია Grant Thornton Georgia.