შემოგვიერთდით

LEADERSHIP SCANNER – ტალანტების აღმოჩენისა და მართვის უნიკალური ინსტრუმენტი

𝟐 ნოემბერს, 𝟏𝟎:𝟑𝟎 საათზე, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითი წარმოგიდგენთ ვებინარს ორგანიზაციაში ტალანტების აღმოჩენისა და მართვის უნიკალური ინსტრუმენტის  – „Leadership Scanner“ – შესახებ.

  • ვინ არიან აზრისა და კომპეტენციის ლიდერები კომპანიაში
  • სად აქვს ორგანიზაციას სუსტი რგოლი მენეჯმენტში და ვის სჭირდება გაძლიერება?
  • რომელ სტრუქტურულ ერთეულებში არსებობს მემკვიდრის (successor) პრობლემა?
  • ვის აქვს ლიდერობის პოტენციალი და ვის უნდა მიეცეს ფართო არეალი თვითრეალიზაციისთვის
  • სად იკვეთება კომპანიაში სუსტი დელეგირება და შეინიშნება მიკრომენეჯმენტი?
  • ვის შეიძლება დაეყრდნოთ ცვლილებების პროცესში?
  • სად იქმნება „ძაბრი“ და სად სჭირდება შუალედური რგოლის გაძლიერება კომპანიას
  • თანამშრომლებიდან ვინ დგას „გადაწვის“ რისკის ქვეშ და ვინ შეიძლება დაკარგოს კომპანიამ

დღეს ეს საკითხები უაღრესად მნიშვნელოვანი და აქტუალურია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა ორგანიზაციისთვის. „Leadership Scanner“ კი სწორედ ის უნიკალური მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტაა, რომელიც ყველა ზემოთ დასმულ კითხვას პასუხობს.

ღონისძიების სპიკერები არიან:

  • ლაშა ბოკუჩავა / ბიზნეს ანალიტიკის მიმართულების ლიდი, პარტნიორი – წარადგენს „Leadership Scanner“ -ს და ისაუბრებს, მის უნიკალურ შესაძლებლობებზე
  • თინათინ რუხაძე / ხედვის ლიდი, ეისითის დამფუძნებელი –  ისაუბრებს მენეჯერულ გადაწყვეტილებებში ამ ინსტრუმენტის როლსა და ბენეფიტებზე.

ღონისძიების მოწვეული სტუმრები არიან:

– ნინო მაისურაძე – აჭარაბეთის ორგანიზაციული განვითარების დირექტორი
– ნინო შადური – ევექს ჰოსპიტლების ორგანიზაციული განვითარების დირექტორი

ჩვენი სტუმრები ვებინარის მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ ორგანიზაციაში „Leadership Scanner”-ის გამოყენების გამოცდილებას.

ვებინარზე მოწვეული არიან ორგანიზაციის მმართველები, ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტები და HR პროფესიონალები. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები ლაივ რეჟიმში და ვებინარის დასასრულს ჩაერთონ დისკუსიაში.

 ვებინარი ეისითის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ლაივ რეჟიმში გადაიცემა და მასზე დასწრება თავისუფალია.

 სემინარზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე:

https://us02web.zoom.us/webinar/register/1016348973374/WN_KLfon2ERS9GPqgzSAKWRTw