შემოგვიერთდით

“კარიერის ფესტივალში” მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hubის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით,  6 მაისს, ვაკის პარკში, 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით გაიმართება კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი, რომელიც შედგება რამდენიმე ნაწილისგან:

  1. დამსაქმებლების ბრენდების გამოფენა. კანდიდატების შეხვედრა დამსაქმებლებთან, გასაუბრება, მათთვის კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობა და დასაქმება;
  2. კარიერული კონსულტაციები;
  3. სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების გამოსვლა მთავარ სცენაზე და გამოცდილების გაზიარება. ტრენინგები, ვორქშოპები, მასტერკლასები;

კარიერის ფესტივალის მიზანი:

კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.

გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.

ასევე ფესტივალზე მოსულ კანდიდატებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს შევთავაზებთ, რაც დაეხმარებათ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, დასაქმებასა და კარიერის დაგეგმვაში.

ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:

ასაკობრივი ჯგუფი:

  • 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
  • 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:

  1. კომპანიების წარმომადგენლების სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
  2. დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა.
  3. გაიგოთ მოხვდებით თუ არა სამუშაოს მაძიებელთა სასურველი კომპანიების სიაში.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია:

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე: docs.google.com/forms 5 მაისამდე.

დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 495 ლარი + დღგ.

ღირებულებაში შედის ფესტივალაზე წარსადგენი ვაკანსიების უფასოდ გამოქვეყნებაც www.sfero.ge – ზე.

პროექტის თაიმლაინი:

1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. კარიერის ფესტივალი.

საორგანიზაციო დეტალები:

  • თქვენი სივრცე: 10 კვ.მ;
  • ადგილზე დაგხვდებათ ორი მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე: შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

გაეცანით რა ხდებოდა HR hub – ის მიერ ორგანიზებულ წინა დასაქმების ფესტივალზე და როგორ იყო მოწყობილი კომპანიების სტენდები:  ფოტოები

ჩვენ მიერ ჩატარებული დასაქმების მასშტაბური ფესტივალები:

  • კარიერისა და დასაქმების საახალწლო ფესტივალი;
  • საყოველთაო გასაუბრება;
  • Tbilisi Jobs;
  • Expo Job;
  • ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
  • ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
  • Job Fest.

შევხვდებით კარიერის ფესტივალზე!