28 დეკემბერს 20:00 საათზე კინოთეატრ ამირანში HR Gala ღონისძიება გაიმართება, სადაც 2021 წლის საუკეთესო HR პროექტები გამოვლინდება.
გადავწყვიტეთ HR hub-ის 2021 წლის ბოლო ღონისძიება განსაკუთრებული და წლის ინოვაციური HR პროექტებით დახუნძლული ყოფილიყო. შესაბამისად ღონისძიების კონცეფციაც ამ იდეის მიხედვით შევქმენით.
ღონისძიების სპიკერი იქნება: თათია ტურაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პოზიტიური ფსიქოლოგი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტში, ლექტორი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ბიზნეს ტრენერი.
თემა: Positive Psychology in the Workplace: Thank God it’s Monday
ასევე, სხვადასხვა კომპანიის HR გუნდებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ 2021 წლის ინოვაციური HR პროექტი (ნებისმიერი პროექტი. მაგ: რეკრუტინგული, ტრენინგებისა და განვითარების მიმართულება, HR Tech პროექტი, ონბორდინგის [მათ შორის, ონლაინ] ინოვაციური მიდგომა, ცვლილებების მართვა თუ სხვა), რომლითაც ამაყობენ და თვლიან, რომ გამორჩეულია. პროექტების მოკლე აღწერა www.HRhub.ge – ზე წინასწარაც გამოქვეყნდება.
ყოველი კომპანიის HR გუნდის წარმომადგენელს პროექტის პრეზენტაციისთვის ექნება 7 წუთი, რომლის ფარგლებშიც მოგვიყვებიან პროექტის მთავარ იდეას, კონცეფციას და შედეგებს.
თავისუფალი ვართ პრეზენტაციაში (სპიკერს შეუძლია პროექტი წარმოადგინოს შემოქმედებითად, პატარა ვიდეოს (ფორმატი DCP) ან/და ეკრანზე გაშვებული სლაიდების (PDF) ან სხვა სახით). კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ 10 კომპანია.
ნომინანტია 8 ორგანიზაციის HR პროექტი:
- ევექსი ჰოსპიტლები – ნინო შადური კულტურის ევოლუციის ელეჩები;
- საქართველოს უნივერსიტეტი – მარიამ ჯანჯარია HR პროცესის გაციფრულება;
- ორიენტ ლოჯიკი – ოთო ტაბატაძე მზადება გუშინდელი დღისთვის;
- JTI (Japan Tobacco International) – თინათინ ჯანაშვილი I – Make It Bright! II – NWOW: New Ways of Working;
- Pepsico – ელენა ოკუჯავა ციფრული ერა შერჩევაში, ნათია უბილავა კრიტიკული კომპეტენციების შენება ორგანიზაციიდან გაუსვლელად;
- საქართველოს ეროვნული ბანკი – ნინო ბერუაშვილი ქოუჩინგი მაღალეფექტიანი საქმიანობისთვის!;
- ბორუსან კატ საქართველო – 1997 წლიდან არის “Caterpillar” -ის ოფიციალური დილერი საქართველოში – რუსიკო ჭანუყვაძე Stay Strong, Stay Connected! იყავი ძლიერი, დარჩი კავშირზე!
- სს “გეფა” – რევაზ ბაღათურია ელექტრონული სასწავლო პლატფორმის იმპლემენტაცია.
HR მენეჯერებს, რომლებიც წელს არ წარმოადგენენ პროექტებს, შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ღონისძიებას და გაეცნონ წლის ინოვაციურ HR პროექტებს.
რაც შეეხება საუკეთესო HR პროექტის გამოვლენას, ეს მოხდება ღონისძიების აუდიტორიის მიერ ხმის მიცემით. კომპანიიდან (HR გუნდთან შეთანხმებით) მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება ხმის მიცემის საშუალება.
კომპანიიდან თანამშრომლების დასწრება შეზღუდული არ არის, თუმცა როგორც აღვნიშნეთ კომპანიის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს შეუძლია ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა.
ღონისძიებაზე საინტერესო, ინოვაციურ პროექტებს წარმოადგენენ HR სერვის კომპანიებიც, რომლებმაც HR მენეჯერებს საინტერესო HR პროექტები/გადაწყვეტები შესთავაზეს:
- Connections: თამარ კიკვაძე – თემა: რეკრუტერი როგორც სეილსმენი;
- EVA: სალომე არღვლიანი – თემა: ISO 10667 -1/2 საერთაშორისო სტანდარტი: HR პროცესების ახალი სიცოცხლე;
- Dealz.ge: არჩილ მაჭარაძე – თემა: EBS – Employee Benefits – კორპორაციული ონლაინ მაღაზია;
- საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია – GEC Consulting: ალექსანდრე ჭელიძე, GEC Consulting-ის ბიზნეს კონსულტანტი, TEDxTbilisi-ის სპიკერი. თემა “პერფორმანსის ანატომია”.
განრიგი:
- 19:30 – 20:00 მიღება კინოთეატრ ამირანის ჰოლში და ნეთვორქინგი;
კინო დარბაზში:
- 20:00 – ღონისძიების გახსნა;
- 20:05 – 21:00 წლის საუკეთესო HR პროექტების პრეზენტაციები, სპიკერების გამოსვლები და გამოცდილების გაზიარება (თითო მონაწილეს პრეზენტაციის წარდგენისთვის ექნება 7 წთ);
- 21:00 – HR სერვის პროექტების გაცნობა/პრეზენტაციები;
- 21:20 – სპიკერი: თათია ტურაშვილი: თემა Positive Psychology in the Workplace: Thank God it’s Monday;
- 21:50 – ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიის მიერ ხმის მიცემის პროცედურით, წლის საუკეთესო HR პროექტის გამოვლენა და დაჯილდოება.
ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ასე რომ, იჩქარეთ და დარეგისტრირდით 28 დეკემბრამდე: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA
HR hub Next-ის მენტორები და წევრები ისარგებლებენ სპეციალური ფასით. იხილეთ სარეგისტრაციო.
გაუზიარეთ გამოცდილება კოლეგებს და ერთად გამოვავლინოთ წლის HR პროექტი. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.
დრეს კოდი: კლასიკური ჩაცმულობა.
ღონისძიების პარტნიორია: Grant Thornton Georgia, Kind david KD4US.