შემოგვიერთდით

,,როგორ გავახაროთ თანამშრომლები?!” -15 თებერვალს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება

15 თებერვალს  HR hub – ის ორგანიზებით ღონისძიება HR Online ჩატარდება.

ღონისძიება HR მენეჯერებისთვის აქტუალურ თემებსა და სიახლეებს დაეთმობა.

ღონისძიების ერთი ნაწილი დაეთმობა თემას: როგორ გავახაროთ თანამშრომლები?!

გაზაფხულის დღესასწაულები ახლოვდება. დამსაქმებლები კი ფიქრს იწყებენ თუ რა აჩუქონ თანამშრომლებს და როგორ გაახარონ ისინი. სპიკერები გაგვიზიარებენ რჩევებს, როგორ ვმართოთ და დავგეგმოთ ეს პროცესი იდეიდან განხორციელებამდე.

  1. HR მენეჯერის როლი ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზაციაში;
  2. როგორ გავუფერადოთ ახალ თანამშრომელს პირველი დღე სამსახურში?!
  3. ორგანიზაციის სადღესასწაულო დღეეებისა და თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა;
  4. საჩუქრები თანამშრომლებისთვის “ნებისმიერი ბიუჯეტით” და ა.შ

სპიკერები:

  • სოფო ნაცვლიშვილი Click Eventsის დამფუძნებელი. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი “ადამიანური კაპიტალის და ადმინისტრაციის უფროსი”.
  • ლევან მდინარაძე – Rem Bow Events-ის დამფუძნებელი.
  • ლიკა კაპანაძე – შიდა კომუნიკაციის სპეციალისტი, გეშტალტ ქოუჩი.

თემა: შიდა კომუნიკაციები ორგანიზაციაში.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა თემას: როგორ ვმართოთ შრომითი ურთიერთობები, რომელსაც გაუძღვება გრანთ თორნთონის გუნდი.

ამ ნაწილში განვიხილავთ შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში არსებულ პრაქტიკულ მაგალითებს, ასევე შრომის სამართლის სფეროში უახლეს ცვლილებებს, მიდგომებსა და პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზებს. ამასთანავე, შესაძლებლობა მოგეცემათ, დასვათ თქვენთვის აქტუალური კითხვები.

გვექნება პანელ-დისკუსია და კითხვა-პასუხის ფორმატში განიხილება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

  • მიმდინარე საიხლეების ანალიზი;
  • როგორ გავმიჯნოთ შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებები?
  • რა ანტიდისკრიმინაციული ელემენტები უნდა გავითვალისწინოთ შრომით ურთიერთობებში?
  • როგორ მივუსადაგოთ შრომით ურთიერთობას ხელშეკრულების შესაბამისი ტიპი – სტანდარტული, გამოსაცდელი ვადის თუ სტაჟირების ხელშეკრულება?
  • რა არსებითი პირობები უნდა გავითვალისწინოთ შრომით ხელშეკრულებაში?
  • როგორია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტი?
  • რა თავისებურებებით ხასიათდება შვებულების უფლება?
  • რა საფუძვლის არსებობისას დაიშვება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება?
  • რა ვალდებულება აქვს დამსაქმებელს დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისას?
  • რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება მოჰყვეს შრომითი ნორმების არასათანადო დაცვას?

ვინ იქნებიან სპიკერები:

 ნინო ჯოლია – გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის მაგისტრი ბიზნესის იურისტის კვალიფიკაციით, საფრანგეთის პიერ მენდესის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის/ევროკავშირის სამართლის მაგისტრი, ეკონომიკის დოქტორი.

მიხეილ კუპატაძე – გრანთ თორნთონ საქართველოს უფროსი იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრი, ამერიკული სამართლის სკოლის ბიზნეს სამართლის კურსდამთავრებული და აშშ-ს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სტიპენდიანტი.

ნინო ჭყოიძე – ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილების მენეჯერი.

თემა: როგორც ვაქციოთ ტალანტები სუპერ ტალანტებად.

განხილული იქნება თანამშრომლების, ტალანტების მუშაობის – ეფექტიანი და ეფექტური სტრატეგიები. მიმდინარე რეალობაში მულტიფუნქციურობა, ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი და მრავალი ამოცანის შესრულება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

შესაბამისად, HR მენეჯერის მიერ რაოდენობრივ ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მოდელირება ქმნის ტალანტების უტილიზაციის და ლოალურობის მაღალ სტანდარტებს.

დარეგისტრირდით: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA

რეგისტრაციის შემდეგ გამოგიგზავნით ღონისძიებაზე დასასწრებ Zoom- ის ლინკს.

მათ, ვინც ღონისძიებას დაესწრება, შესაძლებლობა აქვს გახდეს სხვადასხვა საჩუქრის მფლობელი, რომელსაც შემდეგი კომპანიები დააწესებენ: Dealz.ge, Mioshop.ge, Flower BAr.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების პარტნიორია: Grant Thornton Georgia, Kind david KD4US Dealz.ge.