შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეჩვიდმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ –  ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.

რას მომცემს HR hub Next?

აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ.  1 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი. თვეში რამდენჯერმე შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ვინ იქნებიან მენტორები?

  1. ნინო ჯინჯოლავა – საკონსულტაციო კომპანია HR Partners დამფუძნებელი, HR მენეჯერი;
  2. ნატალი თვალთვაძე – Quantori  HR ბიზნეს პარტნიორი;
  3. მედეა ჯინჯიხაძე – ოუფენ ნეტი HR მენეჯერი;
  4. სალომე ფანცალაშვილი – GMT მთაწმინდა HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  5. თინათინ მარსაგიშვილი – აქვა გეოHR სამსახურის ხელმძღვანელი;
  6. რუსუდან ჭანუყვაძე – ბორუსან კატ საქართველო HR მენეჯერი;
  7. გოგა შარაშენიძე – Prospect HR კონსულტანტი;
  8. ნინო დათუაშვილი – GD Holding HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  9. სალომე ჭიჭინაძე – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი;
  10. დეა დარბაიძე – Evolution Georgia, HR ადმინისტრირების მენეჯერი.

სად ჩატარდება?

ნექსთის შეხვედრები ჩატარდება ონლაინ. დაიწყება 19:00სთ-ზე და გაგრძელდება 2 საათი. ზუსტ განრიგს მიიღებთ მას შემდეგ რაც მოხვდებით ნექსთის მეთხუთმეტე ნაკადში.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 28 მარტამდე: https://forms.gle/TdaKxMLupjpmVShy5

რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?

წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.

როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?

პროექტი დაიწყება მარტის მეორე ნახევარში და გაგრძელდება 1 თვე.

რა არის HR hub Next-ის მონაწილეობის ღირებულება?

პროექტის ღირებულებაა 300 ლარი.

გადახდა მოხდება ორ ნაწილად, პროექტის შუაში და დასრულებისას.

ადგილები შეზღუდულია.

გაინტერესებს რა ხდებოდა HR hub Next-ის წინა სეზონებზე?

  • პირველი ნაკადის დახურვისა და მეორე ნაკადის მიღების ღონისძიება: http://bit.do/eRfJ5
  • შეგირდებისა და მენტორების სამუშაო შეხვედრები:

HR hub Next-ის მხარდამჭერია: Grant Thornton Georgia