შემოგვიერთდით

26 მარტს HR hub – ის ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები” ჩატარდა

HR hub – ის ორგანიზებით, 26 მარტს ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები” ჩატარდა. ღონისძიებას 65-ზე მეტი HR მენეჯერი დაესწრო.

სპიკერებმა წარმოადგინეს ორგანიზაციული კულტურის 3 მაგალითი და ვიმსჯელეთ როგორ ვქმნით, ვავითარებთ და ვმართავთ ამ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხს ორგანიზაციებში.

ღონისძიება ჩატარდა აჭარაბეთის მაღალტექნოლოგიურ საერთო სამუშაო სივრცეში. ამით პრაქტიკული მაგალითი განვიხილეთ თუ როგორ აისახება კომპანიის კულტურა ყველა დეტალში, რაც ორგანიზაციას, გუნდს, მუშაობის სტილს უკავშირდება.  ამ კომპანიის სამუშაო სივრცე ძალიან მკაფიოდ გადმოსცემს თავად კომპანიის მთავარ ფასეულობებსა და ხედვებს.

აჭარაბეთის გუნდმა გულითადად გვიმასპინძლა და საჩუქრებიც დაგვახვედრა. მადლობა ანი გოცირიძეს და  მის მთელ გუნდს!

სპიკერები იყვნენ:

  1. რუსკა თამაზაშვილი –  აჭარაბეთის ადამიანების განვითრებისა და ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი. თემა: A people თავისუფალი ადამიანების კულტურა;
  2. სულხან სახვაძე Sweeft Digital – ის  HR ბიზნეს პარტნიორი. თემა: კორპორატიული კულტურა როგორც ცოცხალი ორგანიზმი;
  3. თეა მახარაძე – TBC დაზღვევა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი. თემა: თანამშრომლების ბედნიერებაზე ორიენტირებულეი კულტურა
  4. მაკა ყუბუსიძე – Click Events, დამფუძნებელი თემა: შიდა კორპორატიული ღონისძიება, როგორც არამატერიალური მოტივაციის ინსტრუმენტი.

ჩვენი უკრაინელი კოლეგებისა და მთლიანად უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად, ღონისძიებაზე დასწრებიდან შემოსული თანხის ნაწილით, HR hub-ის, ქართველი HR-ების სახელით, უკრაინაში გავაგზავნით მათთვის საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს. We stand with Ukraine

HR hub ამ და სხვა თემებზე მომავალშიც გააგრძელებს საინტერესო შეხვედრების ჩატარებას.