HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია e team.
ჩვენ თამარ ქლიბაძეს ვესაუბრეთ და საინტერესო ინტერვიუ მოგიმზადეთ.
HR hub: თამარ e team HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის წარმდგენია, რატომ გადაწყვიტეთ სპონსორობა?
HR hub ყოველწლიურად ატარებს საინტერესო HR ღონისძიებას, რომელიც საშუალებას აძლევს გამოცდილ თუ დამწყებ HR მენეჯერებს გაიზიარონ გამოცდილება და მიიღონ ინსპირაცია. მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის ხელს უწყობს HR-ის როგორც პროფესიის განვითარებას, პოპულარიზაციას და პროფესიონალიზმის ამაღლებას. ახლა, როგორც არასდროს, გაზრდილია ჩვენი პროფესიის, როგორც მთავარი ბიზნეს პარტნიორის და მხარდამჭერის საჭიროება ორგანიზაციაში. მხოლოდ საბაზისო მიმართულებები (ადმინისტრირება, შერჩევა და განვითარება) საკმარისი აღარ არის.
მიმაჩნია, რომ ჩვენი კომპანია HR ფუნქციების და პროცესების განვითარებით ერთ-ერთი გამორჩეულია ადგილობრივ ბაზარზე.
ამ ღონისძიების სპონსორობით შევძლებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში HR-ის როლის კიდევ მეტად გაძლიერებაში.
HR hub: ღონისძიების მთავარი თემა HR ტრანსფორმაციაა, რამდენად აქტუალურია ეს თემა დღეს და თქვენ რა პრაქტიკა დაგიგროვდათ ამ მიმართულებით კომპანიაში?
ცვლილებები, მათზე მორგება და განვითარება, ბოლო რამოდენიმე წლის აქტუალური თემაა და განსაკუთრებულად ეხება HR-ის როლს. ვცხოვრობთ ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში, რომელიც ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, შესაბამისად, ტრანსფორმაცია გარდაუვალია. თუ არ აყვები ცვლილებებს და არ გარისკავ – შეგეშინდება, ჩამორჩები ბაზრის გამოწვევებს და დაკარგავ შესაძლებლობებს. ყველა ცვლილებაში შეიძლება ახალი რამ ისწავლო და აღმოაჩინო.
ჩვენი ტრანსფორმაცია 2015 წელს, ბეთსონ ჯგუფის მიერ ევროპაბეთის შეძენის თარიღიდან დაიწყო, როცა კომპანიამ სრული კულტურული და ბიზნეს პროცესების მართვის ტრანსფორმაცია განიცადა. მას შემდეგ ყოველწლიურად ვიცვლებით და ვვითარდებით. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ტრანსოფრმაცია ლიდერობის სტილის განვითარების კუთხით განვიცადეთ Values & Culture based leadership -ის მხრივ.
HR hub: რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება თქვენთვის, როგორც HR დირექტორისთვის და მთლიანად HR სფეროსთვის/საზოგადოებისთვის?
ეს არის წლის მთავრი ღონისძიება, რადგან HR ბიზნეს სამიტი არის მსგავსი მასშტაბის ერთადერთი ღონისძიება საქართველოში, სადაც ყველა სექტორის და გამოცდილების მქონე HR ხვდება ერთმანეთს და ცვლიან ცოდნას და გამოცდილებებს. ჩემთვის პირადად ეს ღონისძიება არის ახალი ინსპირაციის მიღების ძალიან კარგი შესაძლებლობა.
HR hub: რატომ უნდა დაესწრონ ამ ღონისძიებას?
წლევანდელი ღონისძიება ნამდვილად გამორჩეულია იმ მხრივ, რომ პირველ ნაწილს კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები წარადგენენ. ეს არის თამამი და შესანიშნავი ნაბიჯი, იმისთვის რომ ბიზნესი და HR კიდევ უფრო დაახლოვდეს და დაიწყოს ახალი დიალოგები.
ღონისძიებაზე დასასწრები სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/Lc3dbeXe7eeQYNXt7