შემოგვიერთდით

7 ივლისს შატო მუხრანში საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  eteam ჩვენთვის ეს წელი საიუბილეოა, რადგან სამიტი მეხუთედ ტარდება და თქვენთან ერთად განსაკუთრებულად აღვნიშვნავთ. ღონისძიების ფასილიტაციას უზრუნველყოფს კომპანია – Teamboat. ფასილიტატორი პაატა პაპავა.

წლის ყველაზე ცხელი თემა ჩვენს სფეროში HR ტრანსფორმაციაა. კომპანიები HR დეპარტამენტებისგან იმაზე მეტ შედეგს მოელიან, ვიდრე ოდესმე. წლევანდელი სამიტის მთავარი თემაც სწორედ HR ტრანსფორმაცია იქნება, რომლის გარშემოც დაიგეგმება მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები (ვორკშოპი), HR კაფე და სხვა.

წელს კონცეფცია შევცვალეთ და სამიტის მთავარ სცენას ამჯერად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები, CEO-ები დაიკავებენ. ისინი გვეტყვიან რას ფიქრობენ HR მენეჯერის როლზე ორგანიზაციაში, რა მოლოდინი აქვთ და  რა არის მათი მთავარი სათქმელი HR აუდიტორიისთვის.

სამიტზე გელოდებათ ძალიან ბევრი სიახლე და ისეთი აქტივობები, რომლებიც ჯერ არ ყოფილა. გარდა იმისა რომ ღონისძიების ბოლოს ტრადიციულად გვექნება გათამაშება, სიურპრიზი მოგიმზადეთ.

საიუბილეო HR ბიზნეს სამიტს დააგვირგვინებს ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების კონცერტი.

სუხიშვილებისა და სტუმრების ტრანსპორტირებაზე იზრუნებს ომნიბუსი.

HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები 

HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის პროგრამა:

სპიკერები:

  • ნინო ოხანაშვილი – თეგეტას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით თემა: ზრუნვა, როგორც გზა ერთიანობისკენ;
  • Patrick Honnef  – შატო მუხრანის CEO & Chief Winemaker თემა: Believe in Yourself ;
  • გიორგი წურწუმია – Payze თანადამფუძნებელი თემა: ემოციური ინტელექტი და უკუკავშირის კულტურა;
  • ლუკა კაპანაძემეამას CEO & მარიამ მებურიშვილი – ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: რატომ არის CEO-ს და HR-ის ურთიერთობა მნიშვნელოვანი;
  • მაია კოპინაძეევროპაბეთის დირექტორი თემა: ქაოსით მართული წარმატება;
  • დავით ბირმანი – მარკეტერი თემა: დისტანციური კომუნიკაცია გუნდთან;
  • თეა რომანოვა – მეიჯერელ საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი თემა: ტრანსფორმაციის ფორმულა;
  • სალომე ჟორჟოლიანი – აპტოსის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: კონტაქტის ძალა HR-ში;
  • ნინო ხაჭაპურიძე ჯიპიაი ჰოლდინგის HR დეპარტამენტის უფროსი თემა: ჰიბრიდული მუშაობა – შესაძლებლობა თუ საფრთხე?.

მასტერკლასები:

  • Leo Institute;
  • ფორტონ საქართველო – ლიდერი, როგორც ქოუჩი – რუსუდან კვაჭანტირაძე – ფორტონ საქართველოს პარტნიორი.
  • ლიდერების ტიპოლოგია ქართულ რეალობაში –  ეკა ბაბუნაშვილი – საერთაშორისო ქოუჩი PCC და ბიზნეს ტრენერი. ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი. ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF საქართველოს პირველი პრეზიდენტი

სამუშაო შეხვედრები/ვორქშოპები:

HR Expo

აქ წარმოდგენილი იქნება პროექტი ESCape (დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება  შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად). ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები. პროექტის მიზანია მოახდინოს აუთვისებელი ადამიანური რესურსის შრომით ბაზარში ჩართვა კარიერის ინდივიდუალური დაგეგმვისა და კონსულტირების, კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

მასტერკლასებისა და ვორქშოფების შესახებ ვრცელი ინფორმაციის სანახავად გადადით აქ: აქტივობები

HR კაფე – Grant Thornton Georgia გეპატიჟებათ ყველაზე ინოვაციურ კაფეში, სადაც დაგხვდებათ გასტრონომის  უგემრიელესი Prosecco.

ინდივიდუალური ქოუჩინგ სესიები;

გათამაშება;

ღონისძიების დახურვა – სუხიშვილების კონცერტი.

გადახედეთ რა ხდებოდა წინა წლებში HR ბიზნეს სამიტზე:

  1. HR Business summit 2018
  2. HR Business summit 2019
  3. HR Business summit 2020
  4. HR Business summit 2021

გაითვალისწინეთ, რომ მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებზე რეგისტრაცია მოხდება წინასწარ, თუმცა არჩევანის უპირატესობით ისარგებლებენ ისინი, ვინც ადრე შეიძენენ ბილეთებს. ვინაიდან, მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვდრებზე ადგილები შეზღუდულია. რაც უფრო გვიან შეიძენთ ბილეთს, მით უფრო ნაკლები არჩევანის საშუალება გექნებათ და დარეგისტრირდებით მხოლოდ იქ, სადაც თავისუფალი ადგილები იქნება დარჩენილი. ამიტომ იჩქარეთ, წელს გამორჩეული და სიურპრიზებით დახუნძლული სამიტი გელოდებათ.

ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთავარ HR ღონისძიებას, დღეს, რომელიც სულ გემახსოვრებათ!

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Signify პროექტი ESCape – დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება

შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; Grant Thornton Georgia Sfero.ge King David KD4US  პალიტრა მედია ჰოლდინგი  BIA • ბია  Hotsale.ge.

მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი   InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი

ძალიან მალე შევხვდებით!