შემოგვიერთდით

„HR პროცესებში მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება საქმიანობის ხარისხსა და შედეგს ზრდის“ – HR ბიზნეს სამიტის უცვლელი მხარდამჭერი Signify

უკვე მეორე წელია რაც კომპანია Signify HR ბიზნეს სამიტის უცვლელი მხარდამჭერია. ელექტრონული ხელმოწერების ყველაზე მარტივი და საიმედო პლატფორმა წლებია, HR მენეჯერებს საქმიანობას მნიშვნელოვნად უმარტივებს. მისი სერვისების საშუალებით ბიზნესპროცესები უფრო აჩქარებული და ეფექტურია. დოკუმენტების გამარტივებული ხელმოწერის პროცესი დროისა და რესურსების დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.

HR პროცესების გამარტივების ინსტრუმენტებზე თავად Signify–ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე გვესაუბრება.

HR hub: Signify HR ბიზნეს სამიტის ტრადიციული მხარდამჭერია. როგორ შეაფასებთ თავად ღონისძიებას და თქვენ  რატომ გადაწყვიტეთ, რომ მისი მხარდამჭერი გამხდარიყავით?

HR ბიზნეს სამიტი უკვე მეხუთედ ტარდება და ამ წლების განმავლობაში ის გახდა ღონისძიება, რომელიც HR სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებსა და კომპანიებს აერთიანებს. ერთ სივრცეში იკრიბება უამრავი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს გამოცდილებასა და სიახლეებს უზიარებენ. ამ ყველაფრის შედეგი კი საქართველოში HR სფეროს სწრაფი განვითარება და HR დეპარტამენტების წარმატებული საქმიანობაა.

ჩვენთვის, კომპანიისთვის, რომელიც ასევე საკმაოდ დიდ როლს ასრულებს HR მენეჯერების სწრაფ და კომფორტულ საქმიანობაში, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის ღონისძიების მხარდამჭერები ვიყოთ. ეს საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ სფეროს განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი სერვისების შესახებ.

HR hub: 2022 წლის სამიტის მთავარი თემა „HR ტრანსფორმაციაა“.  რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა სწრაფი HR ტრანსფორმაცია განახორციელონ?

HR ტრანსფორმაცია უკანასკნელი პერიოდის განსაკუთრებით აქტუალური მიმართულებაა. მისი საჭიროება უფრო ცხადად კოვიდპანდემიამ დაგვანახა. საჭიროა, რომ HR მენეჯერები აყვნენ იმ უახლეს ტენდენციებს, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიური სამყარო გვთავაზობს. HR პროცესებში მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება საქმიანობის ხარისხსა და შედეგს ზრდის.

თემა „HR ტრანსფორმაცია“ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი საქმიანობის მთავარი სტრატეგია სწორედ კომპანიაში მიმდინარე პროცესების ტრანსფორმაცია და გამარტივებაა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენს სერვისს აქტიურად იყენებენ არა მხოლოდ HR მენეჯერები, არამედ იურისტები, ბუღალტრები, შესყიდვები, გაყიდვების მენეჯერები და სხვა.

HR hub: უფრო დეტალურად მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ. კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებლებს და როგორ ახერხებთ მათი საქმიანობის გამარტივებას?

Signify არის პირველი ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დოკუმენტის ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს.

Signify-ში გვჯერა, რომ ხელშეკრულებების, დოკუმენტების და ხელმოწერების მომავალი არის ციფრული. დღეს კომპანიები საკუთარი რესურსის მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავენ ფურცლის დოკუმენტებზე და მასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ პროცესებზე. ჩვენი ხედვაა, გავამარტივოთ მიმდინარე პროცესები და ხელი შევუწყოთ ბიზნესს, რომ აქცენტი გააკეთონ ყველაზე მთავარზე – საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე და არა სხვადასხვა რუტინულ პროცესებზე.

მომხმარებლებს ვთავაზობთ ელექტრონული ხელმოწერების ვებ პლატფორმას და ბიომეტრიულ ხელმოწერებს პადების საშუალებით. ამ ფორმით ხდება ხელმოწერების გაფორმება განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენ გვსურს, რომ ანალოგიური პრაქტიკა საქართველოშიც აქტიურად დამკვიდრდეს. ჩვენი საქმიანობის ეფექტურობაზე ერთი მარტივი სტატისტიკური მონაცემიც მეტყველებს – ელექტრონული კონტრაქტების 80%-ზე მეტი 24 საათზე ნაკლებ დროში იხურება.

HR hub: ღონისძიებაზე რა ფორმით იქნება წარმოდგენილი Signify?

ჩვენ, როგორც ღონისძიების მხარდამჭერი, სამიტზე რამდენიმე მიმართულებით ვიქნებით წარმოდგენილი. Signify–ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ზვიად წოწკოლაური ჩაატარებს პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას ჩვენი სერვისების შესახებ მათთვის საინტერესო და აქტუალურ ინფორმაციას გაუზიარებს. გარდა ამისა კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებული პირებისთვის ჩაატარებენ ვორქშოპებს და მათ კიდევ უფრო დეტალურად გააცნობენ ჩვენს შეთავაზებებს.

ღონისძიებაზე ასევე იქნება Signify–ის სტენდი. სამიტის მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ საჩუქრებსაც.

HR ბიზნეს სამიტის ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები