მესამე წელია HR hub-მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა. ინოვაციური სასწავლო ცენტრი უნიკალურ პროგრამებს სთავაზობს დამწყებ და მოქმედ HR მენეჯერებს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში და ახალ-ახალი ცოდნის მიღებით, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.
ახლა კი, გვინდა მოგიყვეთ ჩვენი ახალი პრაქტიკული, განვითარებაზე ორიენტირებული კურსის “მომავალი ტალანტები HR – ში” შესახებ, რომელიც შევქმენით, რომ დამწყებ HR სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს კარიერის დაწყებაში დაგეხმაროთ.
რას მოიცავს ახალი კურსი “მომავალი ტალანტები HR – ში”?
HR სფეროთი დაინტერესებულ, მოტივირებულ ადამიანებს, გთავაზობთ ინოვაციურ, პრაქტიკაზე ორიენტირებულ HR კურსს, რომელიც სტაჟირებასაც მოიცავს.
პროექტის მიზანია მოვამზადოთ მომავალი HR პროფესიონალები, რომლებიც თეორიულ კურსთან ერთად, პრაქტიკას წარმატებულ კომპანიებში გაივლიან. მსურველები კურსზე მოსახვედრად კურსის ტრენერთან, წინასწარ გაივლიან გასაუბრებას, რის შედეგადაც შეირჩევიან საუკეთესო, ყველაზე მოტივირებული მონაწილეები, რომლებიც HR სკოლაში ჩაირიცხებიან. წინასწარ შევარჩიეთ წარმატებული კომპანიები, სადაც გასაზიარებლად საინტერესო HR პრაქტიკა და გამოცდილებაა. პროექტის მონაწილეები 3/6 თვიან სტაჟირებას სწორედ ასეთ კომპანიებში გაივლიან.
ახალ კურსზე 12 საუკეთესო, მოტივირებული მონაწილე შეირჩევა.
კურსის ფორმატი შემდეგია:
- თეორიული მომზადება თეონა ბაღათურიას უნიკალური პროგრამით – 1 თვე – 8 ლექცია, თითოეული 2 საათიანი;
- 3 თვიანი სტაჟირება საუკეთესო HR პრაქტიკის მქონე კომპანიაში. გრაფიკს, თქვენთან შეთანხმებით, განსაზღვრავს “HR Host კომპანია”.
ვინ იქნება ტრენერი?
თეონა ბაღათურია, ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვის და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი. იგი 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების HR დირექტორი, 4 წლის განმავლობაში შატო მუხრანის და GWS-ის HR და კორპორატიული საკითხების დირექტორი, აქვს 7 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International in Georgia-ს ცენტრალიზებული ადმინისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე. უკვე წლებია კონსულტანტია ორგანიზაციული განვითარების, მენეჯმენტისა და ადამიანური კაპიტალის საკითხებში.
სად შეიძლება ვნახო სილაბუსი?
სილაბუსის სანახავად მიჰყევით ბმულს: სილაბუსი
რა ხანგრძლივობისაა?
კურსი სტაჟირების პერიოდის ჩათვლით 4 თვიანია.
როგორ შეირჩევა HR Host კომპანია?
მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ პროექტის განმავლობაში სასწავლო პრაქტიკა, სტაჟირება გაიაროთ წარმატებულ კომპანიებში, როგორიცაა: Pepsico (Top დამსაქმებელი), HeidelbergCement, Global Bears Georgia, Borusan Cat, რომპეტროლი და სხვა. თქვენი HR Host კომპანია შეირჩევა ლოტოტრონის პრინციპით.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები როგორია?
კურსის ღირებულებაა 1185 ლარი. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.
როდის დაიწყება სწავლა?
სწავლა დაიწყება სექტემბრის შუა რიცხვებში. ზუსტ თარიღს კურსზე მოხვედრის შემდეგ გაცნობებთ, .
ლექციები იქნება ორშაბათსა და ოთხშაბათობით 19:00 საათზე.
სად ჩატარდება ლექციები? ონლაინ იქნება თუ პირისპირ?
ლექციები ჩატარდება ტერმინალში, თუმცა შესაძლებელია კურსის ონლაინ გავლაც. არჩევანი თქვენზეა.
როგორ დავრეგისტრირდეთ?
დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/XEhvyoR9sfaqdExi7
და მობრძანდით უსაზღვრო შესაძლებლობების HR სამყაროში.
გაიცემა სერტიფიკატი?
სერტიფიკატი გაიცემა.
რატომ HR მენეჯერის პროფესია?
მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, HR მენეჯერებზე მოთხოვნა სწრაფად მზარდია, ასევე მზარდია ფასეულობა, რასაც ისინი ორგანიზაციისთვის ქმნიან, შესაბამისად იმატებს სახელფასო ანაზღურებაც.
HR მენეჯერის, როგორც HR ბიზნეს პარტნიორის როლი და ფუნქცია ორგანიზაციაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი Top მენეჯმენტთან ერთად ზრუნავენ ორგანიზაციის ზრდასა და წარმატებაზე და მის ყველაზე ფასეულ აქტივზე – ადამიანურ კაპიტალზე.
დარეგისტრირდით და გელით ჩვენს კურსზე!
ეს თქვენი HR კარიერის მართლაც შესანიშნავი დასაწყისია!