შემოგვიერთდით

რესტორანი “ფუნიკულიორის” გუნდი იზრდება და 20 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის

ფუნიკულიორის კომპლექსი” თბილისის ისტორიული ადგილია.
აქ დასაქმებული ადამიანებისთვის საამაყოა, იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.
კომპლექსი თბილისის სავიზიტო ბარათია.

გუნდი იზრდება და შესაბამისად, ახალი წევრების შესამატებლად მზადაა.
“მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ადამიანებს შევთავაზოთ ღირსეული, მეგობრული, სასიამოვნო სამუშაო გარემო. “ჯიემთი ჯგუფი” განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, ჩვენ მუდმივად განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე ვმუშაობთ.

ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი მოტივაცია და საქმის სიყვარულია. დანარჩენ საკითხებში ჩვენ და ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდი დავეხმარებით. სტუდენტებისთვისაც მოქნილი გრაფიკია, მარტივად შეათავსებენ სწავლასა და მუშაობას. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ ისწავლონ და თან ასეთ განსაკუთრებულ გარემოში იმუშაონ.”სალომე ფანცალაშვილი, ადამიანური კაპიტალის მართვისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რატომ უნდა აირჩიოთ “ფუნიკულიორი”?

  • ძალიან მოქნილი საათობრივი გრაფიკი, რომელსაც აირჩევთ თქვენ;
  • უზრუნველყოფილი ტრანსპორტირება და კვება;
  • კონკურენტული სახელფასო ანაზღაურება;
  • შიდა ფასდაკლება ყველა ობიექტზე;
  • Fitpass.

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 7 ნოემბრამდე და დასაქმდი ქალაქის ყველაზე მაგიურ და ჯადოსნურ ადგილას: bit.ly/3D4ga5c

“ფუნიკულიორის კომპლექსის” სამსართულიანი შენობა თბილისის თავზე მდებარე ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აერთიანებს კვების განსხვავებულ სივრცეებს.

თითოეული მათგანი უნიკალურია უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო ინტერიერით.

ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი გემოვნების, ასაკისა თუ ინტერესის მქონე სტუმარი იპოვის მისთვის სასურველ ადგილს და კომფორტულად იგრძნობს თავს.
“ფუნიკულიორი” ადგილობრივებისთვის ისტორიული და ემოციური მნიშვნელობის მატარებელი ადგილია.
მაშ ასე, გაქვს შანსი, დასაქმდე ქალაქის ყველაზე მაგიურ და ჯადოსნურ ადგილას!