შემოგვიერთდით

ვინ გახდება “შეფ HR”? – 14 იანვარს HR კულინარიული მასტერკლასი და შეჯიბრი ჩატარდება

HR hub – ის ორგანიზებით, 14 იანვარს, კოლეჯ იკაროსში, 11:00-16:00სთ-ებში “შეფ HR” – გემრიელი და მხიარული საახალწლო HR კულინარიული მასტერკლასი და შეჯიბრი ჩატარდება.

ახალი წელი სულ უფრო და უფრო ახლოვდება!
ჩვენმა ელფებმა ძალიან ბევრი იფიქრეს თქვენთვის მოეწყოთ 2022 წლის ყველაზე განსხვავებული და რაც მთავარია მხიარული ღონისძიება, რაც რა თქმა უნდა ასეთი ბავშვების გარეშე წარმოუდგენელია.
ჰოდა, შეგიძლიათ წამოიყვანოთ ბავშვებიც, შვილები ან დის, ძმის შვილები. ეს იქნება ყველაზე მხიარული და დასამახსოვრებელი ღონისძიება.

რა გელოდებათ?

საახალწლო კულინარიული მასტერკლასი და შეჯიბრი.
მოამზადებთ ჯინჯერის საახალწლო ორცხობილებს, რომლებსაც ყველა სურვილისამებრ გააფორმებთ. რა თქმა უნდა, ამაში “იკაროსის” პროფესიონალი შეფები დაგეხმარებიან.
ღონისძიების ბოლოს გამოვავლენთ წლის “შეფ HR-ს”, რომელიც დასაჩუქრდება.
დარეგისტრირდით ღონისძიებაზე დასასწრებად: forms.gle/wwmCQmiZbbHTKBZU9
ჩვენთან ერთად გატარებული დღე ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება თქვენთვის. რაც მთავარია შეგიქმნით საახალწლო განწყობას.
ღონისძიების მხარდამჭერია პროფესიული კოლეჯი “იკაროსი”.