შემოგვიერთდით

კურსზე “ქოუჩინგური ინსტრუმენტები HR მენეჯერებისთვის” რეგისტრაცია დაიწყო

HR სკოლაში სიახლე გვაქვს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, HR მენეჯერებისთვის საჭირო და სასარგებლო ვორქშოპი “ქოუჩინგის ინსტრუმენტები HR მენეჯერებისთვის” შევქმენით.

მიმდინარეობს ახალი ნაკადის მიღება.

კურსი განკუთვნილია მოქმედი HR პრაქტიკოსებისთვის, რომელთაც სურთ  გაიმრავალფეროვნონ პროფესიული საქმიანობის სპექტრი და დანერგონ მასში ქოუჩინგური პრინციპები და ინსტრუმენტები, რაც შედეგად მოიტანს თანამშრომელთა პროდუქტიულობის ამაღლებას.

კურსის მიზანს წარმოადგენს ქოუჩინგის ძირითადი პრინციპებისა და ინსტრუმენტების გაცნობა და HR-ის საქმიანობაში მათი გამოყენების ხელშეწყობა.

კურსის განმავლობაში განხილული იქნება ქოუჩინგის ძირითადი პრინციპები და ინსტრუმენტები, ასევე როგორ არის მათი ინტეგრირება შესაძლებელი ადამიანური რესურსების მართვის პროცესში.

კურსი დაფუძნებულია გამოცდილებითი სწავლების მეთოდიკაზე, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სიმულაციებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ვინ ჩაატარებს ვორქშოპებს?

ნინო ბერუაშვილი ფლობს ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 15+ წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში, ამჟამად არის ორგანიზაცია ,,MinDoor”-ის მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი. ნინო ფსიქოლოგიის მაგისტრია, ასევე გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლიდერობის პროგრამა (Advanced Leadership Program). ნინო არის სერთიფიცირებული ქოუჩი (Erickson International; Jungian International School, Coaching rising), ასევე არის ემოციური ინტელექტის სერთიფიცირებული ტრენერი (Rochemartin London). გარდა ამისა, პარალელურად დაკავებულია აკადემიური საქმიანობით რამდენიმე უნივერსიტეტში.

ვისთვისაა ვორქშოპი?

ვორქშოპი განკუთვნილია:

  • HR გუნდებისთვის, HR დირექტირებისთვის, HR მენეჯერებისთვის, HR – ის სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

დარეგისტრირდით ბმულზე 28 მარტამდე: forms.gle/coaching

მის: სასტუმრო ეპიზოდი პეკინის 41 (გაგარინის მოედნზე).

რა ხანგრძლივობისაა?

კურსი მოიცავს 8 შეხვედრას. ჩატრდება სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 სთ-ზე. თოთოეული ლექცია 2 საათიანია.

კურსის ღირებულება და გადახდის პირობები როგორია?

კურსის ღირებულებაა 830 ლარი. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.

როდის დაიწყება სწავლა?

სწავლა დაიწყება თებერვლის მეორე ნახევარში.

თითოეული ვორქშოპის ხანგრძლივობაა 2 საათი.

შეხვედრა #1

27 აპრილი სასტუმრო “ეპიზოდი

  • რა არის ქოუჩინგი?
  • რა არის ქოუჩინგის ძირითადი პრინციპები?
  • როგორ არის შესაძლებელი ქოუჩინგის გამოყენება HR მენეჯმენტში

შეხვედრა #2

2 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • ქოუჩინგური კომპეტენციები HR-ებისთვის: ქოუჩინგური აზროვნების სტილი, სანდო და უსაფრთხო გარემოს შექმნა; ჩართულობის შენარჩუნება;

შეხვედრა #3 

4 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • ქოუჩინგური კომპეტენციები HR-ებისთვის: თანამშრომელთა ცნობისმოყვარეობის გაღვივება და მათი ზრდის ხელშეწყობა GROW მეთოდის გამოყენების მეშვეობით

შეხვედრა #4

11 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია ქოუჩინგური კომუნიკაციის მეშვეობით?
  • თანამედროვე მოტივაციის თეორია და ქოუჩინგი

შეხვედრა #5

16 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • ორგანიზაციული კულტურის მართვა ქოუჩინგური ინსტრუმენტების მეშვეობით
  • როგორ აღმოვაჩინოთ ორგანიზაციული კულტურის ტოქსიკურობის სიმპტოპები და როგორ მოვახდინოთ ორგანიზაციული კულტურის დეტოქსი

შეხვედრა #6

18 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • თანამშრომელთა კარიერული განვითარება: როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს ხედვის შემუშავებასა და მის განხორციელებაში?

შეხვედრა #7

23 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • თანამშრომელთა საქმიანობის მართვა: როგორ უზრუნველვყოთ თანამშრომელთა საქმიანობის შესრულების მიზნების დასახვა ქოუჩინგური მიდგომის გამოყენებით

შეხვედრა #8

25 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • უკუკავშირის ტექნიკები და ქოუჩინგური მიდგომა უკუკავშირის დროს
  • როგორ მივცეთ თანამშრომლებს განმავითარებელი უკუკავშირი

სადემონსტრაციო სესია.

სადემონტრაციო სესიის დროს კურსის თითოეული მსმენელი მონაწილეობას მიიღებს სიმულაციაში, რომლის მეშვეობითაც შეფასდება კურსის განმავლობაში ათვისებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები.