შემოგვიერთდით

კორპორატიული კულტურის ქეისებზე 30 მაისს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება

HR hub სხვადასხვა კომპანიაში სტუმრობას და მათი ორგანიზაციული კულტურის გაცნობას აგრძელებს.

ამჯერად, 30 მაისს 19:00 სთ-ზე Making Science • Sweeft (მის: მ. თამარაშვილის ქ. 13), გვიმასპინძლებს.

მოეწყობა ტური და დავათვალიერებთ მათ სივრცეს. ამით პრაქტიკულ მაგალითს განვიხილავთ თუ როგორ აისახება კომპანიის კულტურა ყველა დეტალში, რაც ორგანიზაციას, გუნდს და სამუშაო სტილს უკავშირდება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციული კულტურის მაგალითები და ვიმსჯელებთ როგორ ვქმნით, ვავითარებთ და ვმართავთ ამ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხს ორგანიზაციებში.

რატომ კორპორატიული კულტურა?

ორგანიზაციული კულტურა გავლენას ახდენს და მართავს გუნდის წევრების ქცევას. კორპორატიული კულტურა მოიცავს სამუშაო გარემოს, ეთიკას, მიზნებს, ფასეულობებს, მუშაობის სტილს, ურთიერთობებს თანამშრომლებს შორის და ა.შ.

კორპორატიული კულტურა ფილტრია, სამსახურში სწორი ადამიანების ასაყვანად, ისევე როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომლებმაც უნდა აირჩიონ იმუშაონ მათ ღირებულებებთან შესაბამის კულტურაში.

გაეცანით რომელი კომპანიების ქეისები იქნება წარმოდგენილი და ვინ იქნებიან სპიკერები.

განრიგი

19:00 – ტური ორგანიზაციაში

19:35 –  გიორგი მარიამიძე – Making Science • Sweeft-ის აღმასრულებელი დირექტორი;

თემა:  Making Science • Sweeft -კორპორატიული კულტურა

თათა ბაქრაძე Making Science • Sweeft-ის ტალანტების მართვის ხელმძღვანელი;

თემა:  როგორია Making Science • Sweeft-ის ორგანიზაციული კულტურა

20:15 – ყავის შესვენება ტერასაზე, განტვირთვა 

20:35 – ლიკა კვირჭიშვილი – Pepsi-Iberia Refreshments–ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თემა: კორპორატიული კულტურის ფარული ძალა: ორგანიზაციული პოტენციალის აღმოჩენა.

21:05 – გიორგი ტრაპაიძე – ენერგო-პრო ჯორჯიას ადამიანი რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;

თემა: როგორ ვქმნით და ვავითარებთ კულტურას ენერგო-პროში?

დარეგისტრირდით 29 მაისამდე: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA 

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 2000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.