შემოგვიერთდით

10 ივნისს კახეთში,”იკანო მამულებში” HR hub-ის დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდება

HR hub – ის ღონისძიებების სერია TOP HR თემები გრძელდება. ამჯერად 10 ივნისს, კახეთში, იკანო მამულებს ვესტუმრებით.  

აღმოვაჩენთ ახალ ულამაზეს ადგილებს და თან ინოვაციურ HR ამბებზე ვისაუბებთ, ამას დავამატოთ თავგადასავლებიც. ჰაბთან ერთად კიდევ ერთი ულამაზესი და დაუვიწყარი დღე გელოდებათ.
➡ საინტერესო სპიკერები და აქტივობები;
➡ ულამაზესი გარემო, ტური, უგემრიელესი სამზარეულო და ღვინის დეგუსტაცია იკანო მამულებში;
➡ ნეთვორქინგი.

განრიგი:

  • 09:15 – შეკრება ველოსიპედის ძეგლთან პირველი რესპუბლიკის მოედანზე
  • 09:30 – თბილისიდან გამგზავრება
  • 12:00 – წახემსება,,იკანო მამულებში”
  • 13:00 – სპიკერები რუსუდან სანიკიძე რუსუდან კვაჭანტირაძე
  • 13:40 – ტური ,,იკანო მამულებში”
  • 14:40 – სპიკერი მარიკა ხალიანი
  • 15:20 – სპიკერი ნინო მარგველაშვილი
  • 15:50 – ლხენის სუფრა
  • 19:00 – გამომგზავრება თბილისში ველოსიპედის ძეგლთან პირველი რესპუბლიკის მოედანზე.

ვინ იქნებიან სპიკერები

  1. რუსუდან სანიკიძე – People and Culture, Health & Safety and Administrative Director GGU group, ფორტონ საქართველოს პარტნიორი;
  2. რუსუდან კვაჭანტირაძე – ფორტონ საქართველოს პარტნიორი.

თემა: ფორტონ გრუპის საავტორო პროგრამის წარდგენა – ქოუჩ კომპეტენციები HR – მენეჯმენტში.

3. მარიკა ხალიანი –  PCC ქოუჩი

თემა: ქოუჩინგი HR-ებისთვის. კერძოდ კი საუბარი იქნება:

  • ქოუჩინგული უნარები HR-ებისთვის
  • ქოუჩინგური ეთიკა
  • ქოუჩინგური აზროვნების წესი და მისი სარგებელი HR-ებისთვის
  • ნდობისა და უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნა კომუნიკაციისას
  • სიღრმისეული კომუნიკაციის დამყარება
  • მოსმენის დონეები

4. ნინო მარგველაშვილი “კაიკონას” დამფუძნებელი, Shanker Self-Reg® მეთოდის ოფიციალური ფასილიტატორი

თემა: გამოფიტვიდან ძალების აღდგენამდე: სტრესის სიღრმისეული გააზრება და  ფუნდამენტური ცვლილებები ორგანიზაციებში.

დარეგისტრირდით 10 ივნისამდე ამ ბმულზე: forms.gle/SddW487KXJGAuvvKA

ღონისძიება ტარდება “იკანო მამულების” მხარდაჭერით. ის აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ღვინოს, მხოლოდ საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნით.
მამული ისტორიულ ნაქალაქარ “ნელქარისის” (ნეკრესის მიმდებარედ) ტერიტორიაზეა გაშენებული.

2 ჰექტარამდე ღია სივრცე, დარბაზი და ტერასა ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის შესანიშნავი არჩევანია.

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.