შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტი 2023-ის ვორქშოპები ცნობილია

HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისსბიოლში15:30სთ-ზე წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  თიბისი დაზღვევა.

სამიტი მეექვსედ ტარდება და როგორც ყოველთვის ბევრ სიახლეს გპირდებით. ღონისძიების ფასილიტაციას უზრუნველყოფს კომპანია – Teamboat. ფასილიტატორი კი პაატა პაპავა იქნება.  წლევანდელი სამიტი დახუნძლულია აქტივობებით. გარდა წინასწარ დაგეგმილი და გამოცხადებული ვორქშოპებისა, ნაწილი ე.წ ღია სივრცის ფორმატით (Open Space Technology) გაიმართება, რომლის მხარდამჭერია პეპსიკო საქართველო. ეს არის შეხვედრის წარმართვის მეთოდი, რომელიც სამიტის ნებისმიერ მონაწილეს საშუალებას მისცემს თავადვე მოიფიქროს თემა, გააერთიანოს, შემოიკრიბოს დაინტერესებული მონაწილეები და ვორქშოპს გაუძღვეს.

სამიტის მონაწილეებს საშუალება გექნებათ თავად აირჩიოთ სასურველი თემა და ფასილიტატორი ონლაინ ხმის მიცემით. წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. მთავარია გაეცნოთ გამოცხადებულ და შემდეგ უკვე ადგილზე დაგეგმილ ვორქშოფებს. გადაწყვეტილებას თუ რომელ მათგანს დაესწროთ, იქვე მიიღებთ. სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სივრცეში გაიმართება. თქვენ გექნებათ რუკა, შესაბამისად მარტივად მიხვდებით  რომელ სივრცეში რა არის დაგეგმილი. ფორმატის დეტალურ ახსნას ღონისძიებაზე მოისმენთ.

HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები 

ბილეთის ღირებულება: 354 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

სამუშაო შეხვედრები/ვორქშოპები:

ვორქშოპი I: გუნდში დასამალი არაფერია

როგორ განვავითაროთ გუნდში გამჭვირვალე, სანდო და ღია კომუნიკაციის კულტურა? ვორქშოპზე გემიფიკაციის მეთოდების გამოყენებით განვიხილავთ თუ როგორ განვავითაროთ გუნდური ორგანიზაციული კულტურა, სადაც დასამალი არაფერია და შევუქმნათ თანამშრომლებს ჯანსაღი სამუშაო გარემო, რომელშიც ყველა კომფორტულად გრძნობს თავს და ზრუნავს მენტალურ ჯანმრთელობაზე. გაუძღვება თეა მახარაძე.

 ვორქშოპი II: ონბორდინგის გაციფრულება მოსულა?

შესაძლებელია თუ არა ონბორდინგის პროცესების სრულად გაციფრულება? ვორქშოპზე გემიფიკაციის მეთოდების გამოყენებით განვიხილავთ თუ რა უპირატესობები აქვს ციფრულ / ავტომატიზირებულ ონბორდინგს და რა ძალა აქვს ტექნოლოგიებისა და თამაშების გამოყენებას თანამშრომლის ადაპტაციისა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების პროცესებში. გაუძღვება მურთაზ ბოლქვაძე – სწავლებისა და განვითარების ჯგუფის უფროსი.

ვორკშოპები იქნება გემიფიცირებული.

  • თიმბოუთი – იდეალური რითრითი: სად? რატომ? როგორ?

“ამ ინტერაქტიულ, ჯაზურ სესიაზე, თიმბოუთის ფასილიტატორებთან ერთად, შევქმნით საუკეთესო კორპორაციული ღონისძიების მონახაზს. ჩვენ მკაფიოდ დავინახავთ ეფექტური რითრითის საკვანძო დეტალებს: სად? როდის? როგორ? … და, რაც მთავარია, რატომ?” – პაატა პაპავა

მუდმივად განვითარებად და გამოწვევებით სავსე HR სფეროში წარმატებისათვის მნიშვნელოვანია კარგად ყოფნაზე (WELL BEING) ზრუნვა. ზრუნვა კი იწყება იმ საიდუმლობების ამოხსნით, რასაც ჩვენ ემოციას და გონებას ვეძახით.
ჩვენს ვორქშოფზე კოგნიტურ ქცევითი თერაპევტი და პალიტრას პრაქტიკული აკადემიის მენტორი ნათია ობგაიძე პრაქტიკული დავალებებითა და სიმულაციური თამაშებით დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ემოციებს მიღმა არსებული მთავარი პროცესები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ყოველდღიურობას, სტრესისადმი მედეგობას და რეაქციებს. ვოქრშოფი დაგეხმარებათ შეიმუშაოთ მოვლენებზე რეაგირებისათვის ახალი ქცევითი, შეფასებითი თუ ემოციური სტრატეგიები.

ვორქშოპის ხანგრძლივობა: 1 სთ

მონაწილეთა რაოდენობა: 10-12

სივრცე I: ადამიანური კაპიტალის დიდი გასეირნება ციფრულ სამყაროში. სპიკერი: ირმა ოქროპირიძე, მენეჯმენტისა და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, HR ექსპერტი.

სივრცე II: როგორ გავაციფრულეთ 400 კომპანია 2 წელიწადში. სპიკერი: მარიამ ნებაძე- სელფის product owner-ი. სელფის ორივე სივრცის მონაწილეებს დახვდებათ საჩუქრები, მათ შორის, HR Special Edition 2023, რომელსაც Forbes Woman ის აღმასრულებელი რედაქტორი წარადგენს.

ვორქშოფზე მენეჯერის ქოუჩის პროგრამის ფარგლებში განვიხილავთ თემას: ლიდერობა და გუნდურობა. სპიკერები იქნებიან ალექსანდრე ჯეჯელავა და ვანო ნადირაძე. ამ თემის გარშემო მონაწილეები მოისმენენ ვიდეო ლექციებს, გააკეთებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ჩაუტარდებათ Q&A სესია. ვორქშოფის ბოლოს კი, გადმოგეცემათ სერტიფიკატი და მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას მენეჯერის ქოუჩის პროგრამაზე, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება.

ვორქშოპის ხანგრძლივობა: 30 წთ მიყოლებით

მონაწილეთა რაოდენობა: 10-15

  • MinDoor  – ,,MinDoor Strength Discovery”

“MinDoor-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ნინო ბერუაშვილი გთავაზობთ ინტერაქტიულ ვორქშოპს, რომელიც ორიენტირებულია დაეხმაროს მონაწილეებს გამოავლინონ და გამოიყენონ თავიანთი ინდივიდუალური ძლიერი მხარეები ყოველდღიური პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

ვორქშოპის პირველ ნაწილში თქვენ გაეცნობით HR პროფესიონალების უნიკალური ძლიერი მხარეებისა და უნარების მიმოხილვას, ხოლო შემდეგ პრაქტიკული ინსტრუმენტის Strength Discovery-ის მეშვეობით მოახდენთ საკუთარი უნიკალური ძლიერი მხარის შესახებ რეფლექსიას, გააცნობიერებთ, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ძლიერი მხარის უფრო ეფექტურად გამოყენება პროფესიულ პრაქტიკაში და დასახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ როგორ გამოიყენოთ თქვენი უნიკალური ძლიერი მხარე ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად.” – ნინო ბერუაშვილი.

ხანგრძლივობა: 40 წთ – ორჯერ

მონაწილეთა რაოდენობა: 20

Grant Thornton Georgia 

რისკების შემცირება შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის პროცესში

ფასილიტატორი: ნინო ჯოლია – გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი;

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რა დროსაც მნიშვნელოვანია, დამსაქმებელმა იმოქმედოს არსებული რეგულაციების შესაბამისად.

გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი − ნინო ჯოლია ისაუბრებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პრაქტიკულ მაგალითებზე და გასცემს პასუხს ამ პროცესში წამოჭრილ ყველაზე აქტუალურ კითხვებს.

ხანგრძლივობა: 40 წთ

მონაწილეთა რაოდენობა: 10-15

დასაქმებულის პერსონალური მონაცემების დაცვა არსებული გამოწვევები და მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები

ფასილიტატორი: ნინო ყველაიძე – გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული დეპარტამენტის იურისტი

კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში დიდი რაოდენობით პერსონალური მონაცემები მუშავდება, ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნა. სწორედ ამ პრაქტიკულ საკითხებზე  და კანონმდებლობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრებს ჩვენი იურისტი.

ხანგრძლივობა: 40 წთ

მონაწილეთა რაოდენობა: 10-15

შემოგვიერთდით HR გუნდებთან ერთად!

ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთავარ HR ღონისძიებას, დღეს, რომელიც სულ გემახსოვრებათ!

ღონისძიების მხარდამჭერები არიანSfero.ge პალიტრა მედია ჰოლდინგი Self.ge ბლაუენშტაინი  გასტრონომი  Tonino Lamborghini  ტყუპების საღვინე სახლი გაამოს BIA • ბია  Hotsale.ge Grant Thornton Georgia King David KD4US  

მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი  Business Insider  Georgia    InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი