შემოგვიერთდით

ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვისა და HR ანალიტიკის კურსზე მიღება გამოცხადდა

HR სკოლა წარმოგიდგენთ LEADERSHIP SCANNER -ის სასერტიფიკატო კურსს ,,ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და HR ანალიტიკა” HR პროფესიონალებისთვის, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულად გამოყენებადი ცოდნების მიღებაზე.

სასწავლო პროცესში თქვენ გაეცნობით HR ანალიტიკის თანამედროვე ტენდენციებს და მეთოდებს, ისწავლით თანამშრომლების ჩართულობის კვლევის დაგეგმვას და შედეგების მენეჯმენტის/გუნდის წევრებთან ეფექტური გაზიარების გზებს, შეძლებთ მონაცემების ბიზნეს ენაზე ინტერპრეტაციას და აითვისებთ კვლევის შედეგების საფუძველზე გაუმჯობესების იდეების გენერაციის ტექნიკებს. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამა დაგეხმარებათ ეფექტური ჯგუფური სესიების წარმართვისთვის საჭირო საბაზისო ფასილიტაციური უნარების გამომუშავებაში.

კურსის პრაქტიკული ნაწილი შედგენილია Leadership Scanner-ის ინოვაციური მეთოდოლოგიით, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ინერგება საქართველოში მმოქმედ წამყვან კომპანიებში.

ვისთვისაა კურსი?

კურსი განკუთვნილია მოქმედი HR პროფესიონალებისთვის (როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის), ვისაც სურს ორგანიზაციაში დანერგოს და/ან განავითაროს სტრატეგიული HR:

  • HR მენეჯერი / დირექტორი;
  • კულტურისა და ორგანიზაციული განვითარების  მენეჯერი (OD);
  • HR ბიზნეს პარტნიორი;
  • ტალანტების მოზიდვისა და განვითარების მენეჯერი;
  • HR ანალიტიკოსი / სპეციალისტი;
  • ორგანიზაციულ კვლევებზე პასუხისგმებელი ნებისმიერი სხვა პირი.

ვინ იქნებიან ტრენერები?

კურსს გაუძღვებიან ლაშა ბოკუჩავა და ანი სიჭინავა.

ლაშა ბოკუჩავა LEADERSHIP SCANNER-ის იდეის ავტორი, კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორია. მისი პროფესიული გამოცდილება 20 წელზე მეტს ითვლის და წლების განმავლობაში, როგორც მკვლევარს, სტატისტიკოსს, მონაცემთა ანალიტიკოსს და გუნდის ლიდერს 500-ზე მეტ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის, როგორც მენეჯერი, მკვლევარი და კონსულტანტი თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ACT – მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, Geostat, CRRC, PMCG, GIZ, OXFAM და სხვა. გარდა პროფესიული საქმიანობისა, ლაშა აქტიურად იყო დაკავებული ტრენინგებისა და სალექციო კურსების ორგანიზებით მონაცემთა ანალიზისა და კვლევის მიმართულებით (GIPA – მმოქმედი ლექტორი სადოქტორო პროგრამაზე, CU, CSB, ESM).

ანი სიჭინავა LEADERSHIP SCANNER-ის სერტიფიცირებული ტრენერი, ფსიქოლოგი და გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტია. ამჟამად არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი. ანის აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში. აქედან 5 წელი იკავებდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“-ს ადამიანური რესურსების მართვის დირექტორის პოზიციას. როგორც ტრენერი, ქოუჩი და ბიზნეს კონსულტანტი, თანამშრომლობდა 20-ზე მეტ ორგანიზაციასთან.

როდის იწყება და რა ხანგრძლივობისაა?

კურსი მოიცავს 10 შეხვედრას. თითოეული ლექციის ხანგრძლივობა 2 საათია.

სად დავრეგისტრირდე?

forms.ანალიტიკა – პირველ ნაკადზე ყველა ადგილი შევსებულია, დარეგისტრირდით და მეორე ნაკადის დაწყებისას შეგეხმიანებით.

რა პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს კურსი?

სასწავლო კურსი შედგენილია Leadership Scanner-ის ინოვაციურ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით. თითოეული თემა განხილულია რეალური მაგალითების საფუძველზე და მოიცავს სავარაჯიშოებს / სიმულაციებს მონაწილეების ჩართულობით. გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარ კომპანიაში უფასოდ დაგეგმონ თანამშრომლების ჩართულობის კვლევა ერთ გუნდთან (არაუმეტეს 20 თანამშრომელი) და მიიღონ გუნდის ანგარიში საჩუქრად LS-გან. კვლევის შედეგებს განვიხილავთ ტრენინგის მსვლელობისას.

კურსის ღირებულება და გადახდის პირობები როგორია?

975 ლარი დღგ-ს ჩათვლით. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.

ონლაინ იქნება თუ პირისპირ?

ლექციები ჩატარდება პირისპირ, თუმცა შესაძლებელია კურსის ონლაინ გავლაც. არჩევანი თქვენზეა.

გაიცემა სერტიფიკატი?

დიახ, სერტიფიკატი გაიცემა.

როგორ დავრეგისტრირდე?

პირველი ნაკადის ჯგუფი შევსებულია.

მეორე ნაკადის რეგისტრაციის დეტალებს მალე გამოვაქვეყნებთ.

სილაბუსი

შეხვედრა #1: ორგანიზაციული კვლევებისა და HR ანალიტიკის პრაქტიკული სარგებელი

  • HR ანალიტიკის თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები;
  • ორგანიზაციული კვლევის როლი მონაცემებზე დაფუძნებული HR გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  • ორგანიზაციული კვლევის ტიპები, დიზაინი და თითოეულის დანიშნულება;
  • HR ანალიტიკასთან დაკავშირებული სასარგებლო რესურსები.

შეხვედრა #2: თანამშრომლების ჩართულობის კვლევის ორგანიზება

  • თანამშრომლების ჩართულობისა და კმაყოფილების კვლევის დიზაინი;
  • კითხვის ტიპები და მათი სწორი ფორმულირება;
  • თანამშრომლების ჩართულობასთან დაკავშირებული ძირითადი ინდიკატორები და მეტრიკები;
  • მონაცემების მოგროვებისა და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვა;
  • მონაცემთა მოგროვების ტექნოლოგიები.

შეხვედრა #3: ჩართულობის კვლევის შედეგების ანალიზი და გაზიარების სტრატეგია

  • ჩართულობის კვლევის შედეგების ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია და ეფექტური ანგარიშგება;
  • სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული ანგარიშის ფორმატები (CEO, მენეჯერი, თანამშრომელი);
  • ჩართულობის კვლევის შედეგების გაზიარება ორგანიზაციაში: ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიდგომები.

შეხვედრა #4: ჩართულობის კვლევის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავება

  • გუნდებთან ეფექტური ჯგუფური სესიების ორგანიზება: კვლევის შედეგების განხილვა და გაუმჯობესების იდეების / ინიციატივების გენერაცია;
  • მონაცემებზე დაფუძნებული HR სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • პრაქტიკული ნაწილი: საკუთარ ორგანიზაციაში ერთ გუნდთან ჩართულობის კვლევის დაგეგმვა Leadership Scanner-ის მეთოდოლოგიით (შედეგებს განვიხილავთ მე-10 შეხვედრაზე).

შეხვედრა #5: თანამშრომლების ანალიტიკა და მისი პრაქტიკული გამოყენება

  • თანამშრომლების ანალიტიკის ინოვაციური კონცეფცია: ორგანიზაციული ქსელური ანალიზი;
  • ქსელური ანალიზის ტერმინოლოგია, ძირითადი ინდიკატორები და მათი დანიშნულება;
  • პროფესიული და აზრის ლიდერების გამოვლენა;
  • ორგანიზაციის არაფორმალური სტრუქტურის ანალიზი;
  • მმართველობით რგოლის ანალიზი: სუსტი დელეგირებისა და მიკრომენეჯმენტის ნიშნების აღმოჩენა;
  • თანამშრომლების სეგმენტაცია: დაკარგვისა და გადაწვის რისკის ანალიზი;
  • აუთვისებელი პოტენციალის ანალიზი: ფარული ტალანტების აღმოჩენა, პოტენციური მემკვიდრეებისა და კომპეტენციის ცენტრების იდენტიფიკაცია.

შეხვედრა #6: რა არის ფასილიტაცია

  • რა არის ფასილიტაცია და რა განსხვავებაა ფასილიტატორს, ტრენერსა და სპიკერს შორის
  • ფასილიტაციის პროცესის სამი ძირითადი ეტაპი
  • ფასილიტირებული ვორქშოპის/შეხვედრის ამოცანის განსაზღვრა
  • ფასილიტირებული ვორქშოპის/შეხვედრის დაგეგმვა და დიზაინი
  • დისტანციური/ონლაინ ვორქშოპის/შეხვედრის ორგანიზება, დაგეგმვა და მართვა

შეხვედრა #7: ფასილიტატორის მიერ ჯგუფის მართვა

  • ფასილიტატორსა და ჯგუფს შორის რაპორტის დამყარება, ფასილიტატორის მიერ ჯგუფის ნდობისა და ავტორიტეტის მოპოვება;
  • ჯგუფში პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა;
  • ჯგუფის დინამიკისა და ენერგიის დონის მართვა;
  • გუნდის სასიცოცხლო ციკლი და განვითარების სხვადასხვა ეტაპისთვის დამახასიათებელი ქცევებისა და მოვლენების მართვა;
  • რთული მონაწილეებისა და კონფლიქტების მართვა.

შეხვედრა #8: ფასილიტატორის ძირითადი უნარები და ინსტრუმენტები

  • ფასილიტატორის უნარები, რომელიც წაახალისებს ადამიანებს შორის კომუნიკაციას;
  • ამოცანის მიღწევაზე ორიენტირებული კითხვების დასმა;
  • ფასილიტატორის ძირითადი ინსტრუმენტები: გონებრივი შტურმი, „მაინდმეფი“ და სხვა.

შეხვედრა #9: ფასილიტაციური უნარების პრაქტიკული სავარჯიშოები

  • პრაქტიკული ნაწილი: სიმულირებული ვორქშოპების დაგეგმვა და დიზაინის შექმნა
  • პრაქტიკული ნაწილი: სიმულირებული ვორქშოპების ფასილტირება

შეხვედრა #10: მონაწილეების მხრიდან კვლევის შედეგების პრეზენტაცია

  • პრაქტიკული ნაწილი: კურსის მონაწილეების მხრიდან ჩატარებული ჩართულობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია და გაუმჯობესების ინიციატივების წარდგენა;
  • პრაქტიკული ნაწილი: დისკუსია და უკუკავშირი;

ZOOM შეხვედრა #11: სასერტიფიკატო ტესტირება

  • სასერტიფიკატო ტესტირება (არჩევითი) – თითოეულ მონაწილეს შეუძლია თავად გადაწყვიტოს სასერტიფიკატო ტესტირებას გაივლის თუ არა. ვინც არ (ან ვერ) გაივლის ტესტირებას მიიღებს კურსზე დასწრების სერტიფიკატს. ყველა ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას მიიღებს Leadership Scanner-ის სერტიფიცირებული კონსულტანტის სტატუსს.

იჩქარეთ! კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

შემოგვიერთდით და გამოიყენეთ კარიერული განვითარების ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!