27 ნოემბერს, 17:00სთ-ზე თიბისი კონცეპტის სივრცეში (მის: მარჯანიშვილის 7), TOP HR თემების ფარგლებში მორიგი ღონისძიება ჩატარდება.
ამჯერად ვისაუბრებთ თანამშრომლებზე ზრუნვის კულტურასა და პიროვნულ ბედნიერებაზე.
ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms.ge
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება.
პირველი ნაწილის თემები იქნება:
თემა I: კვება და პროდუქტიულობა + კვების დაგეგმვა (workshop)
სპიკერი: თორნიკე ენუქიძე, ბისიეი ჰელსის ნუტრიციოლოგი, ამერიკის ნაციონალური აკადემიის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი, სამედიცინო განათლებით.
🟢 რა გავლენა აქვს კვებას თანამშრომლების პროდუქტიულობაზე;
🟢 როგორ შეუძლია სხვადასხვა საკვებს და საკვებ ელემენტს გავლენა მოახდინოს თანამშრომლებზე: ენერგიის დონეზე, კონცენტრაციაზე, მთლიან გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებეზე.
პირველი სემინარის ბოლოს ჩატარდება ვოქრშოფი-აქტივობა:
🟢 როგორ გაამდიდროთ საკვები რაციონი დაბალანსებული, ნუტრიენტებით მდიდარი კერძებით.
დამსწრეები თავად ააწყობენ ერთი დღის ლანჩს, რომელიც ჯანსაღთან ერთად გემრიელი და ნოყიერი იქნება.
თემა II: ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია სამუშაო გარემოში (ვარჯიშები პროდუქტიულობისა და შრომისუნარიანობის გასაზრდელად)
სპიკერი: ნათია გულისაშვილი ფიტნეს-ტრენერი, Vortex Fitness-ის პერსონალური ტრენერი
🟢 როგორ უნდა დარჩეთ აქტიურები და ენერგიულები სამუშაო დღის განმავლობაში სპეციფიკური ვარჯიშებით, რათა გააუმჯობესოთ პროდუქტიულობა და შრომისუნარიანობა;
🟢 გაეცნობით სამუშაო ადგილზე რეგულარული ფიზიკური აქტივობის სარგებელს როგორიცაა გაუმჯობესებულ კონცეტრაციის უნარი, განწყობის გაუმჯობესება და სტრესის დონის შემცირება.
თემა III: იოგა და მედიტაცია (აქტივობა)
🟢 იოგა+მედიტაციის როლი ფიზიკური და მენტალური აღდგენის მხარდაჭერაში;
🟢 მარტივი პრაქტიკები იოგა/მედიტაციის მიმართულებით დამწყებებთათავის.
ღონისძიების მეორე ნაწილის სპიკერი იქნება თამარ ბოსიკაშვილი – Aisitec–ის CEO, თანადამფუძნებელი, მონაცემთა მეცნიერი, BiteriumAI-ის თანადამფუძნებელი, 2023 გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებული და 2023 Women in Tech Global movement Award-ის ფინალისტი.
თემა: ხელოვნური ინტელექტი და სამუშაო ძალა
- როგორ ცვლის და შეცვლის AI სამუშაო ძალას;
- ხელოვნური ინტელექტი თუ ადამიანი;
- AI-ის ეთიკურობა ორგანიზაციასა და პირად ცხოვრებაში.
ღონისძიებაზე ასევე დაგხვდებათ Aisitec-ის სტენდი, სადაც პროდუქტის ექსპერტებს HR ტრენდებზე და HR პროცესების გაციფრულების შესაძლებლობებზე გაესაუბრებით.
ღონისძიების მესამე ნაწილში მოწვეული სპიკერი იქნება:
ანდრო დგებუაძე, რომელიც ისაუბრებს თემაზე ,,დაიკიდე ბედნიერება”. უნდა ვეძიოთ თუ არა ყოველდღე ბედნიერება, უნდა გვქონდეს თუ არა მოლოდინები საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ამ და სხვა ბევრ საინტერესო საკითხს შეეხება ანდრო.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები აინტერესებს. ადგილები შეზღუდულია.
განრიგი:
17:00
- ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია სამუშაო გარემოში (ვარჯიშები პროდუქტიულობისა და შრომისუნარიანობის გასაზრდელად);
- კვება და პროდუქტიულობა + კვების დაგეგმვა (workshop)
- იოგა და მედიტაცია
19:00-19:30
ყავის შესვენება
19:30
თამარ ბოსიკაშვილი – ხელოვნური ინტელექტი და სამუშაო ძალა
20:00
ანდრო დგებუაძე – ,,დაიკიდე ბედნიერება”
21:00
ღონისძიების დასასრული.
HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: BCA Healthy Club, Network, Grant Thornton Georgia, Geosoft.