HR hub – ის ორგანიზებით, 22 და 23 დეკემბერს, წლის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება.
22 დეკემბერს, 17:00 საათზე თიბისი კონცეპტის სივრცეში (მარჯანიშვილის 7) ჩატარდება ,,Open HR Mic – ღია HR მიკროფონი“. სცენას ვუთმობთ ყველა HR მენეჯერს, ვისაც სურვილი აქვს, გაგვაცნოს საამაყო HR პროექტები და გუნდის წევრები, რომლებთან ერთადაც წლის დასახულ გუნდურ მიზანს მიაღწია.
Open HR Mic
განრიგი
- 17:00 გახსნა
- 17:15 ვახტანგი ჯღარკავა – Prodware Georgia
- 17:30 დავით ჯაფარიძე – Venio
- 17:45 ირაკლი მაქაცარია – justfit
- 18:00 პანელ დისკუსია. სამუშაოს მაძიებლების/კანდიატების დამსაქმებლებთან ურთიერთობის გამოცდილება. ქეისები. პანელის მოდერატორი ირმა ოქროპირიძე.
- 18:20 ირმა ოქროპირიძე
- 18:40 ნინო ჯინჯოლავა
- 19:00 ყავის შესვენება
- 19:20 ევროპაბეთი – თამარა ქლიბაძე
- 19:30 JSC “Iberia Refreshments“ – PepsiCo-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, ლიკა კვირჭიშვილი
- 19:40 აჭარაბეთი – რუსკა თამაზაშვილი
- 19:50 EY – ელენე ჯალიაშვილი
- 20:00 Grant Thornton – ალისა ბაბაიანი
- 20:10 ფუდმარტი რითეილ ბიზნეს ჯგუფი– ქეთი ესაძე
- 20:20 ირაკლი ბესელიძე
- 20:30 გრიგოლ სიდამონიძე
- 21:00 – ღონისძიების დასასრული
გარდა ამისა, სცენაზე დამსაქმებლებთან ურთიერთობის გამოცდილების შესახებ (კომპანიის ანონიმურობის დაცვით) მოგვიყვება სხვადასხვა ადამიანი, რომელიც თანამშრომელი ან პოტენციური კანდიდატი, სამუშაოს მაძიებელია.
ღონისძიება ოთხი ნაწილისგან შედგება:
1. HR კონსულტანტების გამოსვლები.
სპიკერები იქნებიან:
- ირმა ოქროპირიძე – თემა: ხშირი შეცდომები რეკრუტინგში
- ნინო ჯინჯოლავა – თემა: რეკრუტინგი ქართული სიტყვაა და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებითს ნიშნავს.
- გრიგოლ სიდამონიძე.
2. საამაყო HR პროექტებს წარმოდგენენ:
- ევროპაბეთი – თამარა ქლიბაძე Top Employers Institute-ის აუდიტის პროცესზე, ამ პროცესებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მისგან მიღებულ ბენეფიტებზე ისაუბრებს.
- JSC “Iberia Refreshments“ – PepsiCo-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, ლიკა კვირჭიშვილი – Data-Driven Evolution: სტრატეგიული გაძლიერება HR ანალიტიკით. HR ანალიტიკამ შეცვალა ჩვენი მიდგომა, მიიღება მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები, და შედეგად ვიღებთ უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის ჩამოყალიბებას კომპანიაში.
- აჭარაბეთი – რუსკა თამაზაშვილი – DEI- Diversity, equity & inclusion- თანამშრომლებზე ორიენტირებული კომპანიის მთავარი მიზანი. გარემო, სადაც ნებისმიერი თანამშრომელი დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს და სწორედ ამიტომ მზადაა გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი სრულად.
- EY – ელენე ჯალიაშვილი – Opportunity 4All – „EY საქართველოს“ ინიციატივით და ACCA-ისთან თანამშრომლობით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (დედაქალაქის გარდა) სტუდენტებისთვის უნიკალური შინაარსის სასტიპენდიო პროექტი ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფას.
პროექტი EY-ის სხვა ოფისებშიც გავრცელდა და 2023 წელს EY-მ მიიღო გაეროს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო ნომინაციაში „შემცირებული უთანასწორობა“.
- Grant Thornton – ალისა ბაბაიანი – People and Culture Manager
– სტაჟირების ინოვაციური პროგრამა BootCamp – როგორ ვეძებთ ტალანტებს - ფუდმარტი რითეილ ბიზნეს ჯგუფი – ქეთი ესაძე, ტალანტების მართვის, განვითარების და ადმინისტრაციის დირექტორი – SPAR Academy _ Better Together – რითეილის სექტორის უძილო ღამეები; რეკრუტინგი, როგორც თავსატეხი; შენარჩუნება, როგორც გამოწვევა და სპარ აკადემია, როგორც რითეილის თაობაზე ზრუნვის და განვითარების შესაძლებლობა.
3. სცენას დავუთმობთ თანამშრომლებსა და კანდიდატებსაც, რომლებიც ორგანიზაციებთან ურთიერთობის მათ გამოცდილებაზე მოყვებიან;
4. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 3 სერვის კომპანიაც, რომლიც HR მენეჯერებისთვის საჭირო და სასარგებლო სერვისებზე მოგვიყვებიან:
- Prodware Georgia – ვახტანგი ჯღარკავა, კომპანიის გენერალური მენეჯერი – თიბისი ბანკში HRMS სისტემის დანერგვის ქეისი. “თიბისი ბანკში დავნერგეთ HRMS სისტემა, Microsoft Dynamics Business Central-ის ბაზაზე, რითაც გავაკეთეთ კომპანიის HR და ფეიროლ პროცესების ავტომატიზირება და ოპტიმიზირება. მოვყვებით ამ პროექტის გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებას”.
-
VENIO – დავით ჯაფარიძე გაგაცნობთ კორპორატიული შეთავაზებებისთვის პირველ ქართულ ტაქსის კომპანია “ვენიოს”;
- AI Santa – ირაკლი ბესელიძე – Google’ის ჯილდოს მფლობელი, ხელოვნური ინტელქტის ექსპერტი, AI ასისტენტის – CALEN I’-ის დამფუძნებელი.
გაგაცნობთ სერვისს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძებულ რობოტ სანტას, რომელიც დაურეკავს თქვენი კომპანიის მომხმარებელებს ან/და თანამშრომლებს და სახალისო ფორმატში მიულოცავს მათ შობა-ახალ წელს.
შეგიძლიათ HR მენეჯერებმა წარმოადგინოთ 2023 წლის ინოვაციური HR პროექტი (ნებისმიერი პროექტი. მაგ: რეკრუტინგული, ტრენინგებისა და განვითარების მიმართულება, HR Tech პროექტი, ონბორდინგის [მათ შორის, ონლაინ] ინოვაციური მიდგომა, ცვლილებების მართვა თუ სხვა), რომლითაც ამაყობთ და თვლით, რომ გამორჩეულია.
ყოველი ორგანიზაციის HR გუნდის წარმომადგენელს პროექტის პრეზენტაციისთვის ექნება 10 წუთი, რომლის ფარგლებშიც მოგვიყვებით პროექტის მთავარ იდეას, კონცეფციას და შედეგებს.
სპიკერს შეუძლია პროექტი წარმოადგინოს სფიჩის ფორმატით, ეკრანზე გაშვებული სლაიდების გარეშე. HR მენეჯერებს, რომლებიც წელს არ წარმოადგენენ პროექტებს, შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ღონისძიებას და გაეცნონ წლის ინოვაციურ HR პროექტებს.
ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ასე რომ, იჩქარეთ და დარეგისტრირდით 21 დეკემბრამდე: forms.ge
გარდა ამისა, 23 დეკემბერს განსაკუთრებული საახალწლო ღონისძიება მოგიმზადეთ.
ორივე ღონისძიებაზე დასწრების შემთხვევაში კი თქვენთვის სპეციალური ფასდაკლებაც გვაქვს.
ღონისძიების პარტნიორია: Prodware georgia, Venio, Grant Thornton Georgia, Network, Geosoft.