შემოგვიერთდით

,,Inn Hospitality” – სასტუმროების ქსელი, სადაც სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაა შესაძლებელი

,,HR TEAM” 2024 წლის სეზონის გახსნის მასშტაბური ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია  “Inn Hospitality” .

სასტუმროების ქსელი საქართველოში ოთხ სასტუმროს მოიცავს: „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“, „ახალციხე ინნ“ და „როიალ ინნ“. თითოეული მათგანი სრულიად განსხვავებული კონცეფციისაა.

,,მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ HR hub-ის ღონისძიების  მხარდამჭერები” – ამბობს ნინა გაჩეჩილაძე – „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი, რომელსაც ვესაუბრეთ და ინტერვიუ მოგიმზადეთ.

HR hub: რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„ბაკურიანი ინნი“ დანიშნულების მთავარი ადგილია მთისა და თავგადასავლების, ასევე, საოჯახო დასვენების მოყვარულთათვის.
სასტუმრო 153 ინდივიდუალური ნომრისგან და რამდენიმე საკონფერენციო სივრცისგან შედგება. სასტუმროში ვიღებთ როგორც
ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს.

რაც შეეხება „გუდაური ინნს“, სასტუმრო საუკეთესო ადგილია დასვენების დღეების გასატარებლად მეგობრებთან ერთად, აქ უფრო ახალგაზრდული სეგმენტი გვყავს. კომპლექსი 92 ნომრისგან შედგება. თითოეული ნომერი ულამაზეს ხედებს გადაჰყურებს. სასტუმრო

„ახალციხე ინნი“, რომელიც ახალციხის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, სრულიად განსხვავებული კონცეფციისაა. უნიკალურად გაფორმებული შიდა სივრცე, შთამბეჭდავი დიზაინი, თანამედროვე და ტრადიციული ქართული ელემენტების თანხვედრა სტუმრებს იდეალურ გარემოს უქმნის. სასტუმრო 105 ნომრისგან შედგება.

„როიალ ინნი“ კი თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს. სასტუმროს სივრცეში მოხვედრისას სრულად შეიგრძნობთ დედაქალაქის ვინტაჟურ მომნუსხველ გარემოს და ულამაზესი ხედებით დატკბებით. სასტუმრო 21 ნომრისგან შედგება. აქ, ძირითადად, უცხოელი ტურისტები გვსტუმრობენ.

HR hub: რომელ სასტუმროებში შეიძლება საკონფერენციო სივრცით სარგებლობა და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?

სასტუმროები ძალიან კომფორტულია სამუშაო შეხვედრებისთვის. „ახალციხე ინნში“, „ბაკურიანი ინნში“ და „გუდაური ინნში“ არსებული საკონფერენციო სივრცეები მუდმივად კარგ შეფასებებს იმსახურებს ჩვენი სტუმრების მხრიდან.

„ბაკურიანი ინნ“ საუკეთესო ადგილია რეგიონში კორპორატიული წვეულებებისა და კონფერენციებისთვის და 5 ინდივიდუალური
საკონფერენციო სივრცისგან შედგება. სამუშაო სივრცეების სიმრავლე საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სახის მომსახურება შესთავაზოს
სტუმრებს. საკონფერენციოში მაქსიმუმ 145 ადამიანის დატევაა შესაძლებელი და სრულად აღჭურვილია. სამუშაო სივრცეებთან ერთად,
სასტუმრო სტუმრებს ყავის შესვენების, გალა ვახშმისა და ფურშეტის მენიუს მრავალფეროვან პაკეტებს სთავაზობს.

„გუდაური ინნში“ არსებული აღჭურვილი საკონფერენციო სივრცეს კი, რომელსაც კორპორატიული და საქმიანი შეხვედრებისთვის ხშირად იყენებენ, 60 ადამიანზეა გათვლილი. სამუშაო სივრცეებთან ერთად, სასტუმროში 2 სარესტორნე სივრცეა. სტუმრებს ყავის შესვენების, გალა ვახშმისა და ფურშეტის მენიუს მრავალფეროვან პაკეტებს სთავაზობს. რაც შეეხება „ახალციხე ინნს“, სასტუმროში 2 საკონფერენციო დარბაზს შეხვდებით, რომლებიც სრულად აღჭურვილია, უზრუნველყოფილია გახმოვანების სისტემაც. დიდი საკონფერენციო სივრცე სადარბაზო 120 ადამიანს იტევს, ხოლო მეორე სათათბირო 40 ადამიანს. საკონფერენციო სივრცეების გამოყენება სეზონის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
საკონფერენციო სივრცეებიც გაფორმებულია ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებით და ძალიან საინტერესო გარემოს ქმნის. კომფორტული
სამუშაო სირვცის გარდა, სტუმრებს დახვდებათ ყავის შესვენებები და მენიუ მესხური ტრადიციული სამზარეულოს დეტალებით. ყავის
შესვენების, გალა ვახშმისა და ფურშეტის მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია და შეგვიძლია სტუმრებს რამდენიმე პაკეტი
შევთავაზოთ. სასტუმროში შესაძლებელია მუსიკალური საღამოების დაგეგმვაც.

HR hub: რატომ უნდა შეაჩერონ თქვენს სასტუმროებზე არჩევანი, რით არის გამორჩეული?

„ინნ ჰოსფითალითის“ ქსელში შემავალ სასტუმროებში ჩვენს სტუმრებს ბევრი ბენეფიტით სარგებლობა შეუძლიათ. „ბაკურიანი ინნში“ არსებულ სპაში შეგიძლიათ, ისარგებლოთ სარელაქსაციო გამაჯანსაღებელი პროცედურებით. სურვილის შემთვევაში, სასტუმრო უზრუნველყოფს ტურების ორგანიზებას ტაბაწყურის ტბაზე. „ბაკურიანი ინნის“ არაჩვეულებრივი ეზო ბაკურიანში არსებულ სხვა სასტუმროების გარე სივრცეებს შორის გამორჩეულია თავისი სიდიდით და სილამაზით. ეზოშემოსაზღვრული და დაცულია და საშუალებას იძლევა, რომ სივრცეშიმოეწყოს პიკნიკები, გრილი და დაიგეგმოს ე.წ. „თიმბილდინგები“. სასტუმროში არსებულ რესტორანში არის ევროპული და ქართული ხაზის მენიუ, შესაძლებელია შვედური მაგიდის მოწყობა და სურვილის
შემთხვევაში, მუსიკალური საღამოების ორგანიზება. ფასები, რომელსაც ბაკურიანი ინნი კომპანიებს სთავაზობს, ხელმისაწვდომი და საკმაოდ მიმზიდველია.

სასტუმრო „გუდაური ინნ“ საუკეთესო ადგილია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მთის სტილშია გადაწყვეტილი და ხის ფასადი აქვს. აივნებიდან კი გუდაურის მთების ულამაზესი სანახაობა იშლება.
საკონფერენციო სივრცე, საუნა, რესტორანი, ბარი – ჩვენი სასტუმროს სტუმრებს ამ სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ. სათხილამურო
კურორტი გუდაური თბილისთან 2 საათის მანძილზე მდებარეობს. თუ მოთხილამურე, ექსტრემალი ან აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, ეს ადგილი ნამდვილად თქვენთვისაა. კურორტი საუკეთესო ადგილია შაბათ-კვირის გასატარებლად როგორც ოჯახთან ერთად, ასევე მეგობრებთან.
რაც შეეხება „ახალციხე ინნს“, სასტუმროს აქვს შესაძლებლობა, რომ სამცხე-ჯავახეთის კულტურულ-ისტორიული მხარე უფრო მეტად
გააცნოს ჩვენს სტუმრებს, შესაბამისად, ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებელია, ფორმალური შეხვედრების პარალელურად, სტუმრები
განიტვირთონ სპა ცენტრში და ამავდროულად, შემეცნებითი ხასიათის საექსკურსიო ტურებით ისარგებლონ. ამის ორგანიზებას თავად
სასტუმრო გააკეთებს.