შემოგვიერთდით

HR hub 200-ზე მეტ უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანს დამსაქმებლებთან აკავშირებს

HR hub-ის ინიციატივას დაეხმაროს ვირუსის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას, უკვე არაერთი კომპანია გამოეხმაურა.

ნიკორა სუპერმარკეტები, ორი ნაბიჯი, აგროჰაბი, სპარი, ევროპროდუქტი, Socar Energy, დიპლომატ ჯორჯია, გუდვილი, ჯიბე, სუში 24, ბლაუენშტაინი, gepha, გლოვო, ნაბეღლავი, ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც მათი დასაქმების სურვილი გამოთქვეს. სააპლიკაციო ფორმა 200-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო. აქედან უმრავლესობა ტურიზმის სფეროში იყო დასაქმებული და კორონავირუსის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩა.

ყველას, ვინც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, დარჩით სამსახურის გარეშე, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ: სასწრაფოდ მჭირდება სამსახურიხოლო კომპანიებმა, რომელთაც გსურთ დაასაქმოთ ეს ადამიანები მოგვწერეთ info@hrhub.ge.

  •  
  •  
  •  
  •  
Copy link
Powered by Social Snap