დუბაი უკვე მეორე წელია, რაც ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილად მიიჩნევა. ქალაქს ყველაფერი აქვს, საოცარი პეიზაჟები, გემრიელი საკვები, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროები და გიჟური ატრაქციონები. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ დისტანციურად მომუშავე ადამიანებმა მსოფლიოში საუკეთესო ადგილად ჰიბრიდული მუშაობისთვის სწორედ დუბაი დაასახელეს.
Savills Executive Nomad Index-მა გრძელვადიანი დისტანციური მუშაობისთვის 25 მიმართულება შეისწავლა, რომელთაც ციფრული მომთაბარე ვიზა ან მსგავსი პროგრამა ჰქონდათ დანერგილი. შესწავლილ იქნა ინტერნეტის სიჩქარე, ცხოვრების ხარისხი, კლიმატი, საჰაერო კავშირი და საცხოვრებლის ქირა. ოქროს მედალი დუბაის მას შემდეგ მიენიჭა, რაც ის პირველ ადგილზე რამდენიმე
კატეგორიაში დასახელდა.
ჰიბრიდული მუშაობისთვის საუკეთესო მიმართულებების სრული სია ასე გამოიყურება:
1. დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები
2. აბუ დაბი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები
3. მალაგა, ესპანეთი
4. მაიამი, აშშ
5. ლისაბონი, პორტუგალია
6. ბარსელონა, ესპანეთი
7. პალმა, ესპანეთი
8. ბარბადოსი
9. ალგარვი, პორტუგალია
10. სენტ-ლუსია
11. გრენადა
12. ბალი, ინდონეზია
13. სან-ხოსე, კოსტა რიკა
14. კოტ დე აზური, საფრანგეთი
15. კაიმანის კუნძულები
16. დუბროვნიკი, ხორვატია
17. კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა
18. მალტა
19. ანტიგუა
20. მავრიკი
21. კვიპროსი
22. პალერმო, იტალია
23. ათენი, საბერძნეთი
24. ტოსკანა, იტალია
25. ბაჰამის კუნძულები
რუბრიკა HR ამბები