HR hub-ის ორგანიზებით, 20 აგვისტოს, 17:00 სთ-ზე ,,თამაშობანაში“ “HR შატალო” ჩატარდება.
HR hub და “თამაშობანა” დამეგობრდნენ და თქვენთვის დაუვიწყარი, სახალისო ღონისძიება დავგეგმეთ, რაც ბავშვობაშიც დაგვაბრუნებს და თან საქმიან თემებზეც ვისაუბრებთ.
განრიგი:
- 17:00-17:05 ღონისძიების გახსნა
- 17:05-17:10 ნინი ჩიქოვანი – თამაშობანას დამფუძნებელი
- 17:10 – 17:40 თამარ კელენჯერიძე – თემა: გეიმიფიკაციის გავლენა მოტივაციაზე და როგორ შევამციროთ გადინება თამაშის ელემენტების გამოყენებით.
- 17:40- 18:10 ხათუნა მდინარაძე – თემა: „ნეირო-რესტარტი: როცა ტვინი ისვენებს, გუნდი ძლიერდება“ – შვებულება/დასვენება როგორც მენეჯმენტის სტრატეგიულ ნაწილი.
- 18:10- 19:30 კულინარიული ვორქშოპი.
მისამართი:
ვინც შვებულებაში ჯერ არ გასულხართ, შემოგვიერთდითნ HR შატალოზე!
ღონისძიების მიზანია HR მენეჯერებისთვის “თამაშ-თამაშით” ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ნეთვორქინგი, მხიარული გამოცდილების მიღება, რომელიც შემდეგში თანამშრომლებისთვის თიმბილდინგ აქტოვობების დაგეგმავასა და მათ მოტივირებაში დაეხმარებათ.
ღონისძიების მთავარი თემაა: მოტივაცია, თიმბილდინგი, გუნდურობა და შვებულების მაგიური ძალა, რადგან შვებულება მხოლოდ დასვენება კი არა, გუნდის გაძლიერების შესაძლებლობაცაა.
ერთად ვიმსჯელებთ:
- როგორ შევინარჩუნოთ გუნდში მოტივაცია?
- რატომ არის შვებულება აუცილებელი გუნდისთვის ახალი ენერგიის მისაღებად?
- როგორ ვხედავთ დასვენებას როგორც მენეჯმენტის სტრატეგიულ ნაწილს;
- რა გავლენა აქვს შვებულებას ემოციურ გამოფიტვაზე (burnout) და თანამშრომელთა შენარჩუნებაზე;
- როგორ დავგეგმოთ თიმბილდინგი ისე, რომ მას მართლა ჰქონდეს ეფექტი?
თამაშობანას თეატრის სივრცეში მოუსმენთ სპიკერებს.
ვინ იქნებიან სპიკერები
ზუსტად რა გელოდებათ ” HR შატალოზე?
კულინარიული ვორქშოპი
SMEG-ის ტექნიკით აღჭურვილ სამზარეულოში გავაკეთებთ ფერადი პასტების ვორქშოპს. ერთად მოვამზადებთ ცომს, შევარჩევთ ფერებს, გავატარებთ SMEG-ის pasta roller&cutter-ში, ბოლოს კი გემრიელ სოუსთან ერთად მივირთმევთ.
თამაშობანას შესახებ:
თამაშობანა მულტიფუნქციური საოჯახო სივრცეა მზიურში, რომელიც 2025 წლის მაისში გაიხსნა.
თამაში უნიკალური გზაა გუნდების წინაშე არსებული გამოწვევების, ხალისიანად გადასაჭრელად და ზოგჯერ უბრალოდ ყოველდღიური სირთულეებისგან ამოსასუნთქად, ამიტომ შექმნეს „შატალო“ – უნიკალური თიმბილდინგ პროექტი გუნდებისთვის.
HR-ები შატალოზე თამაშობანაში!
შემოგვიერთდით!