შემოგვიერთდით

დასაქმების ფესტივალზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

28 ოქტომბერს, 17:00 – 20:00  HR hub – ის ორგანიზებით, ღია სივრცეში, განახლებულ კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” ჩატარდება.

მიმდინარედ გართულებულია კანდიდატების მოზიდვა და ამ ფონზე კი  ქვეყანაში უამრავი ადამიანი ეძებს სამსახურს.

წელს უკვე მეორედ ვატარებთ ღონისძიებას, რომელიც კომპანიებს ადამიანური კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება.

დასაქმების ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge – სა და www.gasaubreba.ge ქვეყნდება. კანდიდატები კი წინასწარ შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიას, ვაკანსიას და დარეგისტრირდებიან. დასაქმების ფესტივალზე კი სამუშაოს მაძიებლები შეხვდებიან დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა.

რატომ არის ეს ღონისძიება კომპანიებისთვის საინტერესო?!

  1. გაზრდით დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობას;
  2. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა;
  3. შეძლებთ სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას/გასაუბრებას/დასაქმებას.

რას გთავაზობთ:

  • დამსაქმებლის ბრენდის პრომოუშენი;
  • შეხვედრა და გასაუბრება თქვენი კომპანიით/ვაკანსიებით დაინტერესებულ ადამიანებთან;
  • თქვენი კომპანიით დაინტერესებული კანდიდატების ბაზის მოწოდება (მათი თანხმობის საფუძველზე).

დაარეგისტრირეთ დამსაქმებლის ბრენდი, კომპანიის რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე.

დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 325 ლარი + დღგ.

კომპანიების რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი

საორგანიზაციო დეტალები:

  • ფესტივალი გაიმართება ღია ცის ქვეშ;
  • თქვენი სივრცე: 8 კვ.მ;
  • რა დაგვხვდებათ: 1 მაგიდა (ზედაპირის სიგრძე 70სმ, სიგანე 50სმ, სიმაღლე 73 სმ) და 4 სკამი;
  • როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე: შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

ფესტივალში მოაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს. დამსაქმებლები კი გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.

გაეცანით რა ხდებოდა HR hub – ის მიერ ორგანიზებულ წინა დასაქმების ფესტივალზე და როგორ იყო მოწყობილი კომპანიების სტენდები:  ფოტოები

ღონისძიება კოვიდ რეგუალაციების დაცვით ჩატარდება.

ჩვენ მიერ ჩატარებული ფესტივალები:

  • Tbilisi Jobs;
  • Job Fest;
  • Expo Job;
  • ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
  • ონლაინ დასაქმების ფესტივალი.