შემოგვიერთდით

HR hub-ის მენტორი: თორნიკე გურული – მარკეტინგი ტალანტების მოსაზიდად

9 ივლისს HR hub – ის ამ სეზონის ბოლო და ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა. თან ამ ღონისძიებას HR hub – ის დაბადების დღეც ემთხვევა. HR hub  2 წლისა ხდება.
HR hub – ში გვეყოლება მენტორი, რომლიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებს საპრეზენტაციო თემას.

თემა: მარკეტინგი ტალანტების მოსაზიდად.

  • მარკეტინგული ტაქტიკა და უნარები HR-ში.
  • რეკრუტინგული კამპანიები

თემაც გამორჩეული და საინტერესოა, საფიქრია.
ამ ღონისძიებაზე HR-ში სტუმრად მარკეტრი და PR სპეციალისტი თორნიკე გურული გვყავს.

თორნიკე ამ ორ სფეროს შორის გაავლებს პარალელს. როგორ გამოვიყენოთ მარკეტინგული ტაქტიკა ტალანტების მოსაზიდად, მაგ. რეკრუტინგული კამპანიების დაგეგმვისას.
თემა ნამდვილად ინოვაციურია.

მაშ ასე, გაიცანით HR hub – ის ღონისძიების მენტორი: თორნიკე გურული

 თორნიკე ფლობს 17 წლიან გამოცდილებას ტოპ მენეჯერულ პოზიციებზე წამყვან ადგილობრივ კომპანიებში. იგი არის საერთაშორისო კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პროფესიონალი ტრენერი, ასევე მარკეტინგის მიმართულებების ხელმძღვანელი კერძო კოპანიებში.

თორნიკეს დამთავრებული აქვს ჩემნიცის (გერმანია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, იგი ასევე სწავლობდა ფრანკურტში გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში (გერმანია).

 თორნიკე გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით ემზადება თქვენთან შესახვედრად და HR hub – ის ღონისძიების მენტორია.

ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის.

შეგახსენებთ, რომ HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთის.

გელოდებით 9 ივლისს HR hub – ში!