შემოგვიერთდით

ციფრული ტრანსფორმაცია ივენთ-მარკეტინგში: როგორ ცვლის INVITÉ ღონისძიებების გამოცდილებას

დღეს, როდესაც კომპანიები და ბრენდები მომხმარებელთან კომუნიკაციის ყველა ეტაპზე ხარისხსა და დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, ტრადიციული ბეჭდური და PDF მოსაწვევები სულ უფრო ნაკლებად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

ისინი მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას ემსახურება და ვერ ქმნის იმ გამოცდილებას, რომელიც ღონისძიების დაწყებამდე სტუმრის ინტერესსა და მოლოდინს აყალიბებს.

ამ საჭიროებიდან შეიქმნა ქართული პლატფორმა INVITÉ, რომელიც კომპანიებს სთავაზობს ინტერაქციულ ციფრულ მოსაწვევებსა და Pre-Event Marketing გადაწყვეტილებებს. თითოეული პროექტი ინდივიდუალურად იქმნება და აერთიანებს როგორც მოსაწვევს, ისე ღონისძიების შესახებ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ თანამედროვე ციფრულ სივრცეში.

ერთ პლატფორმაზე გაერთიანებული ყველა საჭირო ფუნქცია

INVITÉ-ს თითოეული პროექტი ბრენდის იდენტობაზე მორგებით იქმნება და მოიცავს:

  • RSVP სისტემას, რომელიც სტუმრების პასუხებს ავტომატურად აგროვებს და Google Sheets-ში ინახავს;
  • Google Maps-ის ინტეგრაციას, რათა სტუმრებმა ლოკაცია ერთი შეხებით გახსნან;
  • Countdown-ს, რომელიც ღონისძიების დაწყებამდე მოლოდინის ეფექტს ქმნის;
  • მრავალენოვან მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტუმრებისა და პარტნიორების შემთხვევაში;
  • ინდივიდუალურ დიზაინსა და ანიმაციებს, რომლებიც თითოეული ბრენდის ვიზუალურ იდენტობას ერგება.

INVITÉ-ის მიზანია, კომპანიებმა ქაღალდისა და სტატიკური ფაილების ნაცვლად სტუმრებს თანამედროვე, მოსახერხებელი და დასამახსოვრებელი ციფრული გამოცდილება შესთავაზონ.

სხვადასხვა სფეროსთვის შექმნილი პროექტები

პორტფოლიოში წარმოდგენილია როგორც რეალური, ისე კონცეფციური პროექტები სხვადასხვა ინდუსტრიისთვის. მათ შორისაა ავტომობილების ბრენდებისთვის შექმნილი ღონისძიებების მოსაწვევები, მოდისა და სილამაზის სფეროს პროდუქტის პრეზენტაციები, ასევე კერძო ღონისძიებებისა და ქორწილების ციფრული გამოცდილებები.

პლატფორმა განსაკუთრებით ეფექტურია:

  • პროდუქტის პრეზენტაციებისთვის;
  • კორპორატიული ღონისძიებებისთვის;
  • პრესისა და პარტნიორების დახურული შეხვედრებისთვის;
  • VIP ღონისძიებებისთვის;
  • ავტომობილების შოურუმებისთვის;
  • სასტუმროებისა და რესტორნებისთვის;
  • ნებისმიერი ბრენდისთვის, რომელსაც სტუმრებისთვის განსხვავებული და თანამედროვე გამოცდილების შექმნა სურს.

ციფრული ფორმატის გამოყენება კომპანიებს არა მხოლოდ საორგანიზაციო პროცესის გამარტივებაში ეხმარება, არამედ ამცირებს ბეჭდური მასალების საჭიროებას და თანამედროვე, ეკომეგობრულ მიდგომასაც უსვამს ხაზს.

INVITÉ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ღონისძიება სტუმრისთვის არა მოსაწვევის მიღების, არამედ პირველი შთაბეჭდილების შექმნის მომენტიდან დაიწყოს.

INVITÉ ქართულ ბაზარზე HR hub – თან პარტნიორობით შემოვიდა და ჩვენი ყველა მეგობარი კომპანია სპეციალური პირობებით ისარგებლებს. შეთავაზების მისაღებად კი შეგიძლიათ მოგვწეროთ: info@hrhub.ge

პორტფოლიო:
https://digitalinvitee.github.io/invite-portfolio/

ვებგვერდი:
https://invitee.ge/

9 ივლისს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით,  9 ივლისს, 17:00 – 19:00 სთ-ებში სასტუმრო Courtyard Tbilisi (4 თავისუფლების მოედანი), დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. 

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების”  შეკრებაზე.

ფესტივალზე  შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს და კარიერის კონსულტანტებს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.

ადგილზე დაგხვდებათ დავით ხელიძე, რეკრუტინგის და კარიერული განვითარების ექსპერტი, რომელიც მოგცემთ კარიერულ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ წარმატებით გაიაროთ გასაუბრება.

კერძოდ კი, მიიღებთ:

  • კარიერულ კონსულტაციას
  • რეზიუმეს და LinkedIn პროფილის შეფასებას
  • პირადი ბრენდის გაძლიერების რეკომენდაციებს
  • რჩევებს გასაუბრებისთვის
  • კონსულტაციას დასაქმების საერთაშორისო და დისტანციური შესაძლებლობების შესახებ.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ!

ფესტივალის მხარდამჭერები  არიან: GeosoftDigital studio Invitee – ციფრული მოსაწვევების პრემიუმ ვებგამოცდილება და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK

გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით,  9 ივლისს, 17:00 – 19:00 სთ-ებში სასტუმრო Courtyard Tbilisi (4 თავისუფლების მოედანი), დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.  Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

“სიცოცხლის ენით კომუნიკაცია HR-ში”- ვორქშოპზე რეგისტრაცია დაიწყო

HR hub აგრძელებს ვორქშოპების სერიას და გთავაზობთ ექსკლუზიურ ვორქშოპს: “სიცოცხლის ენით კომუნიკაცია HR-ში”, რომელიც დებს შედეგს. ვორქშოპი 28 ოქტომბერს 14:00 – 18:00 (ხანგრძლივობა: 1 დღე, 4 საათი, შესვენებებით) Holiday Inn – ში ჩატარდება. Continue reading ““სიცოცხლის ენით კომუნიკაცია HR-ში”- ვორქშოპზე რეგისტრაცია დაიწყო”

HR hub-ის მენტორი: პაატა შურღაია

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები. Continue reading “HR hub-ის მენტორი: პაატა შურღაია”

HR hub-ის მენტორი: თამუნა ჩიჩუა

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები. Continue reading “HR hub-ის მენტორი: თამუნა ჩიჩუა”

HR hub-ის მენტორი: ნინო ჯაფარიძე

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები. Continue reading “HR hub-ის მენტორი: ნინო ჯაფარიძე”

HR hub-ის მენტორები: საქართველოს ბანკის HR გუნდი

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები. Continue reading “HR hub-ის მენტორები: საქართველოს ბანკის HR გუნდი”

HR hub-ის მენტორი: თეა ნიკოლაშვილი

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები. Continue reading “HR hub-ის მენტორი: თეა ნიკოლაშვილი”