შემოგვიერთდით

რუსუდან ჟორდანია – პირველი მფრინავი ქალი საქართველოს ავიაციის ისტორიაში

ფაქტებიავიაციაზე ქალებიავიაციაში ამ ჰეშთეგებით კომპანია Georgian Airways სოცალურ ქელში მის ოფიციალურ გვერდზე საინტერესო ფაქტებს აქვყნებს და ხაზს უსვამს მფრინავის პროფესიის მნიშვნელობას.

რუსუდან ჟორდანია, პირველი მფრინავი ქალია საქართველოს ავიაციის ისტორიაში. 1935 წელს ოცი წლის გოგონამ თვითმფრინავის საჭეს პირველად შეახო ხელი, მას შემდეგ მან ავიაციაში 24 წელი იმოღვაწევა, 4 ახალი ტიპის თვითმფრინავი აითვისა და ჰაერში 5500 საათი გაატარა.

პირველი ფრენა მისთვის მკაცრ გამოცდად იქცა, თუმცა ამ ფაქტს მისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია, ის წლების განმავლობაში მედგრად უმკლავდებოდა ამ ურთულეს პროფესიას- „მოხდა ისე, რომ 300 მეტრ სიმაღლეზე მოულოდნელად გაჩერდა მოტორი, მიწაზე მყოფნი სუნთქვაშეკრულნი იდგნენ და თვალს არ აშორებდნენ თვითმფრინავს. ჰაერში ხომ დამწყები მფრინავია! წამით ქალიშვილიც შეკრთა, მაგრამ რაკი იგრძნო, რომ თვითმფრინავი ემორჩილებოდა, მაშინვე მთელი ძალა გამოიყენა და პლანირებით დაშვება დაიწყო. გაფრენა მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა თვითმფრინავი გარდიგარდმო დასვა“- იხსენებს პირველ ფრენას მაშინდელი მედია.

რუსუდან ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში, დადიანების მებაღეების ზამბერლეტების ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის კონსერვატორიაში, ერთი წლის სწავლის შემდეგ რიონჰესში წავიდა სამუშაოდ. ,,შევედი ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობ ნებაყოფლობით საზოგადოებაში. 1935 წლის მარტიდან ვარ თბილისის საავიაციო სკოლის კურსანტი” – წერს საკუთარ ბიოგრაფიაში.

სამამულო ომში გამოცდილი, მრავალი ჯილდოს მფლობელი მფრინავი საპენსიო ასაკში საავიაციო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და წერდა მოგონებებს მფრინავებზე. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია წიგნი- „შავი ზღვის მფრინავები“, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.
წყარო: Georgian Airways