- პირადი ინფორმაცია
სახელი გვარი: ივანე ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი : 11 (23) აპრილი 1876 წ.
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
სამუშაო გამოცდილება
1917-1903 წწ. პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი
1917—1907 წწ. – პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრის დამაარსებელი
1912-11 წწ. – კვლევის ინიციატორი და ხელმძღვანელი (რამდენი ქართველი სტუდენტი სწავლობდა რუსეთში და საზღვარგარეთ; რამდენი და რა სპეციალობის ქართველი სწავლული მოღვაწეობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში)
1907 წ. – საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი
1902 წ. – ქართული ხელნაწერების აღწერა და შესწავლა სინას მთაზე
ლექტორი – საჯარო ლექციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი
განათლება
1918წ. – პროფესორის სამეცნიერო წოდება
1907 წ. – პეტერბურგი უნივერსიტეტის ქართული სიტყვიერების მაგისტრი
1901-1902 – ბერლინის უნივერსიტეტი, კვალიფიკაციის ამაღლება
1895-1899 წწ. – პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილება
1888-1895წწ. – თბილისის პირველი გიმნაზია
ჯილდოები/მიღწევები:
პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ოქროს მედალი – ნაშრომისთვის – ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში;
მამულიშვილობა და მეცნიერება, საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია, პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX ს-ში, საქართველოს ეკონომიკური ისტორია და სხვა ნაშრომების ავტორი;
“ქართველი ერის ისტორიის” პირველი ორი ტომის ავტორი;
ენები: აღმოსავლურ, კლასიკურ და დასავლეთ-ევროპული.
რეკომენდატორი: ნიკო მარი – ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი. რუსეთის აკადემიის წევრი.
პ.ს ასეთი იქნებოდა დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის CV სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებამდე.