ბათუმი HR hub – ის რეგიონული ღონისძიებების ცენტრი ხდება დასავლეთ საქართველოში. 9 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო ინტურისტში, სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმის”, ,,პალიტრა მედია ჰოლდინგისა” და ბიას მხარდაჭერით, HR hub-ის პირველი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას ეყოლება 5 სპიკერი და მოეწყობა 1 სამუშაო შეხვედრა.
ღონისძიების ,,HR ცხელ სეზონზე” სპიკერები იქნებიან:
- გენო ძიძიგური ,,ჰილტონ ბათუმის“ HR მენეჯერი;
თემა: ,,რატომაც არა?!” – მოტივაცია
- ნონა ხუჯაძე – ,,დრიმლენდ ოაზის ჩაქვის“ აღმასრულებელი დირექტორი;
თემა: მმართველობითი ტექნოლოგიები და ინოვაციები
- ნინო ფეიქრიშვილი „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
თემა: ,,Self – ტრანსფორმაციის დროა” – თვითმენეჯმენტი და PD Card – პერსონალის განვითარების ბარათი
- დავით ჩიკვაიძე – საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი.
თემა: როგორ მივყიდოთ გაყიდვებს – როგორ ვმართოთ და განვავითაროთ გაყიდვების გუნდი?
- პაატა შურღაია – გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი.
თემა: HRM ბიუჯეტირება
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმობა ადამიანური რესურსების მართვის სფეროს პრობლემებსა და საჭიროებებს რეგიონებში – მოდერატორი იქენება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, HR კონსულტანტი ნანა ყუფუნია
ღონისძების ჩატარების მიზანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, მსჯელობა საინტერესო მიდგომებსა და გამოწვევებზე HR სფეროში. შეხვედრა დაიწყება 11:00სთ-ზე და დასრულდება 5სთ-ზე.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://bit.do/eUQGq
ამავე შეხვედრაზე გაიმართება HR hub Batumi-ის პრეზენტაცია.
HR hub – ში ყველა იმ ადამიანს შეუძლია გაწევრიანდეს, ვისაც ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აქვს. ამისთვის საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 3 ივლისამდე.
HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.