შემოგვიერთდით

პროკრედიტ ბანკი 20 წლისაა – რა ხდებოდა ბანკის საიუბილეო ღონისძიებაზე?

28  ივნისს, „პროკრედიტ ბანკის“  სათაო ოფისში ბანკის 20 წლისადმი მიძღვნილი  საიუბილეო ღონისძიება გაიმართა,  რომლის ფარგლებშიც ადგილობრივმა მენეჯმენტმა,  სამეთვალყურეო  საბჭოს  თავმჯდომარე მარსელ სებასტიან ცაიტინგერთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას პროკრედიტ ბანკის საქართველოში მოღვაწეობის  20 წლიანი  ისტორია და  დაგეგმილი ტექნოლოგიური სიახლეები  გააცონო.

ღონისძიებას  საქართველოს ბიზნეს სექტორიდან  700-მდე სტუმარი  ესწრებოდა.

დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა  გერმანიის ელჩმა  საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა  და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა   კობა გვენეტაძემ.  ღონისძიება  ბექა გოჩიაშვილისა და მისი ტრიოს საკონცერო რეპარტუარით დასრულდა.

გერმანული ბანკი საქართველოში / ფინანსური სტაბილურობის 20 წელი …

პროკრედიტ ბანკი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 100%-იანი გერმანული კაპიტალით.  საბანკო სექტორში მოღვაწეობის 20 წლის მანძილზე, ბანკი ორიენტირებულია მომხარებელს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტების გათვალისწინებით თანამედროვე, სწრაფი და მოსახერხებელი პროდუქტები შესთავაზოს.  სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ პროკრედიტ ბანკ საქართველოს მინიჭებული აქვს რეიტინგი „BB+“, რაც  ყველაზე მაღალია საქართველოს საბანკო სფეროში და ხაზს უსვამს ბანკის ფინანსურ სტაბილურობასა და მდგრადობას.

პროკრედიტ ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულება მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, ანუ ის ბიზნესები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.

ამასთანავე ბანკის ორიენტირს წარმოადგენს ფიზიკური პირების საშუალო და საშუალოზე მაღალი სეგმენტი.  მიზნობრივ ჯგუფს პროკრედიტ ბანკი ემსახურება „house bank“ პრინციპით, სთავაზობს არა რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს არამედ მომსახურების სრულ სპექტრს.

ბიზნეს საქმიანობა სოციალური ასპექტების დაცვით 2019 წლის პრიორიტეტად რჩება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის განვითარება და ეკო დაფინანსების ხელშეწყობაა.

მიმდნარე წლის განმავლობაში ტექნოლოგიური ბანკი განაგრძობს სრულიად განსხვავებული საბანკო მომსახურების დაირექთის განვითარებას. მომსახურების უპირატესობას კომპლექსურობა, სისწრაფე და დაცულობა წარმოადგენს. მიმდინარე წლის განმავლობაში ბანკი განაგრძობს ქართულ საბანკო სივრცეში ინოვაციური მომსახურებების დანერგვას,  საბანკო მომსახურების ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან ხელმისაწვდომობისთვის.