შემოგვიერთდით

KD4US – მეგობრული საერთო სამუშაო სივრცე, რომელსაც თანამშრომლები ქმნიან

დიდი დამტკიცება არ სჭირდება იმას, რომ გარემოს ადამიანები ქმნიან. ერთი წამით დავფიქრდეთ როგორ ადგილებში გვიყვარს სიარული. იქ, სადაც ვიცით, რომ ჩვენი მისვლა ყოველთვის უხარიათ, ღიმილით (არა ყალბი) გვესალმებიან და ნებისმიერი პრობლემის დროს მზად არიან დაგვეხმარონ.

KD4US-ში შემოსვლისთანავე, მას შემდეგ რაც ფატი გაგიღიმებთ და მოგესალმებათ, უკვე მიხვდებით, რომ ამ გარემოში თავს შესანიშნავად იგრძნობთ. აქ გატარებული რამდენიმე დღის მერე გაიცნობთ ზაქარიას, ლევანს და დათოს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, აღმოგიჩენენ შესაბამის დახმარებას. ამის მერე კიდევ უფრო დარწმუნდებით, რომ სწორ ადგილზე მოხვდით. თქვენ ისღა დაგრჩენიათ იმუშაოთ და ისიამოვნოთ გარემოთი, რომელსაც აქ მომუშავე ადამიანები ქმნიან.

გაიცანით ფატი, ზაქარია, დათო და ლევანი KD4US-ის თანამშრომლები, რომლებსაც აქ უბრალოდ მეგობრებს ეძახიან.

ფატი კაკაურიძე  –  გაყიდვების/მარკეტინგის მენეჯერი

1 თვეა რაც KD4US-ის გუნდს შეუერთდა. სწავლობდა ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტში ბიზნესის და მართვის ფაკულტეტზე. შემდეგ გაეროს დაფინანსებით ,,იკარუსის” კოლეჯში სასტუმრო-სამეწარმეო მარკეტინგზე. KD4US-ში მოხვედრამდე მუშაობდა სხვადასხვა სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფატი და KD4US 

ამბობს, რომ ყველა ადამიანზე გათვლილი გარემოა. მოსწონს სამუშაო გრაფიკი და უფროსი, რომელიც ყოველთვის ისმენს და ითვალისწინებს მის იდეებს და ხედვებს. დიდი მოტივაციაა მისთვის საკუთარი წვლილი შეიტანოს co-working სივრცის განვითარებაში.

არის ძალიან მხიარული და კომუნიკაბელური. მუდმივად უწევს ურთიერთობა სხვადასხვა პროფესიის და ფსიქოლოგიის მქონე ადამიანებთან, რაც ძალიან სიამოვნებს.

ჰობი

ძალიან უყვარს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენა. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. დღეს ყოველთვის მუსიკით იწყებს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მუსიკალური ოჯახიდან არის. ძმა სუხიშვილების მოცეკვავეა, მამა 7 საკრავზე უკრავს და ბაბუა ძალიან კარგად მღეროდა. შესაბამისად მის ცხოვრებაში მუდმივად არის მუსიკა.

ზაქარია დეკანოსიძე – ტექნიკური დახმარების სპეციალისტი

KD4US -ში გახსნის დღიდან მუშაობს. იქამდე სხვა კომპანიაში იგივე პოზიციაზე მუშაობდა.

ზაქარია და KD4US 

ამბობს, რომ KD4US მისთვის დიდი გამოცდილების მიმცემია. გაიცნო ძალიან საინტერესო ადამიანები და შეიძინა ბევრი მეგობარი. დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და მაქსიმალურად ცდილობს აქ მომუშავე ადამიანებს კომფორტული და მეგობრული გარემო შეუქმნას.

ჰობი

ძალიან უყვარს მუსიკა და ველოსიპედი. გატაცებულია ლაქშრობით და მობილური ფოტოგრაფიით.

ლევან გაგოშვილი  – ტექნიკური დახმარების სპეციალისტი

KD4US-ში გახსნის დღიდან მუშაობს. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტი.

ლევანი და KD4US 

KD4US მისთვის არის ყოველდღიურობა, სადაც არ ეზარება მისვლა. ცდილობს პიროვნულად განვითარდეს და ისწავლოს ისეთი რაღაცეები, რაც მის პროფესიასთან არ არის ახლოს. ამაში კი, სამსახური ეხმარება. ამბობს, რომ საერთო სამუშაო სივრცე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ხელს უწყობს საერთო ენა გამონახონ და ხშირ შემთხვევაში ერთობლივ პროექტებზეც იმუშაონ.

ჰობი

უყვარს მუსიკის მოსმენა და ლაშქრობა. ზღვას მთას ამჯობინებს და როგორც კი 2 დღე გამოუჩნდება, კარავს იღებს და მიდის. ცდილობს ბევრი მოგონება დააგროვოს. ცხოვრება მისთვის კარადაა, სადაც მოგონებებს აგროვებს. თუმცა როგორც თვითონ ამბობს, იმის დრო არ უნდა გქონდეს, რომ ძველს მოგონებებს გადახედო. სულ უნდა აგროვო და აგროვო. სიცოცხლის ბოლო მისთვის გავსებული კარადაა სხვადასხვა კონვერტით, რომელშიც მოგონებებია.

დავით ნებიერიძე – ტექნიკური დახმარების სპეციალისტი

დათოც გახსნის დღიდან მუშაობს KD4US-ში. დამთავრებული აქვს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი.

დათო და KD4US

KD4US მისთვის არის სამსახური, სადაც სიამოვნებს მუშაობა იქ მყოფი ადამიანების და უფროსის გამო. თვლის, რომ რაღაც კარგის ნაწილია, რაც სამუშაო მოტიციას აძლევს. ამბობს, რომ KD4US-ში ყველაფერია, რაც კომფორტული მუშაობისთვის არის საჭირო.

ჰობი

დათო ვიტ ჯორჯიას ყოფილი ფეხბურთელია. დღემდე ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში. გულშემატკივრობს ბრაზილიის ნაკრებს და სიამოვნებით შეხვდებოდა ცნობილ ფეხბურთელს ზლატან იბრაგიმოვიჩს. თავისუფალ დროს ასევე კითხულობს წიგნებს ან თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს.