რუბრიკის ,,სამზარეულოს ამბები” სტუმარია Matteo Boifava, რომელიც სასტუმრო Radisson Blu Iveria-ს იტალიური რესტორნის ,,Filini” შეფ მზარეულია. Matteo იტალიაში გაიზარდა და განათლებაც იქ მიიღო. ჩვენ მას პროფესიულ გამოცდილებასა და კარიერაზე ვესაუბრეთ, ასევე ვთხოვეთ რჩევები მიეცა დამწყები მზარეულებისთვის და საკმაოდ საინტერესო საუბარიც გამოგვივიდა. ბოლოს, მისი საყვარელი კერძის რეცეპტიც გაგვიმხილა.
HR hub: გვიამბეთ საიდან იწყება თქვენი კარიერა?
ჩემი კარიერა დაიწყო 1994 წელს ჩემს მშობლიურ ქალაქ Cremona-ში, მას შემდეგ რაც დავამთავრე კულინარიის ინსტიტუტი. ასევე ავიღე იტალიური შეფ აკადემიის დიპლომი ფლორენციაში და გავხდი დიეტური სამზარეულოს მაგისტრი. დავიწყე მუშაობა ჩემს რეგიონში რესტორანში და Garda ტბის რეგიონში, სადაც შევიძინე საწყისი უნარები შემდეგი ნაბიჯებისთვის და ჩავები კულინარიულ თავგადასავალში მსოფლიოს გარშემო.
HR hub: რატომ კულინარია?
ბავშვობაში დიდ დროს ვატარებდი ბებიასთან, რომელმაც მასწავლა პროდუქტების დაგემოვნება, საკვებისადმი პატივისცემა და ჩემი სამშობლოს ტრადიციები.
HR hub: მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ. როგორია თქვენი კულინარიული თავგადასავალი?
იღბლიანი ვარ, რადგან მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ბევრ ქვეყანაში, როგორიცაა ინგლისი, საბერძნეთი და სინგაპური. ამავე დროს ვმუშაობდი ძალიან ცნობილ რესტორნებში, მაგალითად “The fat duck”-ში. ყველა ქვეყნიდან და ადგილიდან ვისწავლე რაღაც და ნაბიჯ ნაბიჯ შევიძინე ჩემი სტილი და ჩამომიყალიბდა კულინარიული ხელწერა.
HR hub: როდის და როგორ დაიწყო თქვენი და Radisson Blu Iveria Tbilisi-ის ურთიერთობა?
2019 წლის იანვარში მეგობრის შემოთავაზებით, დავიწყე მუშაობა რედისონში და დარწმუნებული ვარ კიდევ დიდ ხანს ვიქნები აქ.
HR hub: რომელია თქვენი საყვარელი ქართული კერძი?
ხინკლის მოყვარული ვარ. მომწონს, როცა ისვრები ხინკლის მირთმევის დროს, თუმცა იტალიელისთვის ძალიან მარტივია ხინკლის სწორად დაკავება.
HR hub: საიდან იღებთ ინსპირაციას ახალი გემოების შესაქმნელად?
ინსპირაცია ყოველთვის ეფუძნება მოგონებებს, საკმარისია პროდუქტის სუნი და უამრავი იდეა იყრის ერთად თავს.
HR hub: რომელი ქვეყნის სამზარეულოა თქვენთვის ნომერ პირველი?
სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ იტალიური სამზარეულო მდიდარია ტრადიციებით და მრავალფეროვნებით. ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია მოგზაურობა იტალიურ გემოებში და ეჭვგარეშეა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულოა.
HR hub: რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ პროფესიონალი შეფ მზარეული იყო?
დაივიწყეთ რასაც სატელევიზიო პროგრამები აჩვენებენ, სამზარეულოში მუშაობა ძალიან მძიმე სამუშაოა და მოითხოვს მსხვერპლის გაღებას. უნარები მოდის მხოლო დროსთან და შეცდომებთან ერთად.
HR hub: რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყენებ კარიერას?
არ დანებდეთ, სცადეთ ყოველთვის და გაიმეორეთ, სრულყოფილება მოდის მხოლოდ პრაქტიკით.
HR hub: გვითხარით თქვენი საყვარელი ერთ-ერთი იტალიური კერძის რეცეპტი
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია Risotto Fume შებოლილი ყველით და speck-ით (შებოლილი ვიჩინა) იტალიის ჩრდილოეთით მდებარე მთებიდან.
მოხარშეთ ბრინჯი კარაქთან, თეთრ ხახვთან და თეთრ ღვინოსთან ერთად. გააგრძელეთ ბოსტნეულის მარცვლების მომზადება, დაახლოებით 15 წუთი, როდესაც რიზოტო მზად იქნება, დაამატეთ ყველი Parmigiano Reggiano, შებოლილი ყველი Scamorza დაჭრილ speck-თან ერთად და აურიეთ კარგად. შემდეგ უბრალოდ ისიამოვნეთ ან მობრძანდით Filini-ში და მე დავამზადებ მას თქვენთვის.
HR hub: Where did you start your career?
My career started in 1994 in my hometown Cremona, after graduation in the culinary institute of my city, I got diploma also in Italian Chef Academy in Florence and a master in dietary cooking. I started working in restaurants in my region and Garda Lake region where I learned the basic skills for next step and a culinary adventure around the world.
HR hub: Why culinary?
During my childhood I was used to spend lot of time with my grandmother, who taught me the taste of the products, the passion and the respect for food and the traditions of my homeland
HR hub: Tell us about your experience in top restaurants around the world. How was your culinary adventure?
I was lucky to have the chance to work in many countries like England, Greece and Singapore and in many famous restaurants like “The fat duck”, and from every country and every place I learned something and piece by piece I built my style and my culinary identity.
HR hub: When and how did start your relationship with Radisson Blu Iveria Tbilisi?
Relationship with Radisson began in January of 2019 through a friend’s suggestion and I’m sure that it will last long.
HR hub: What is your favorite Georgian dish?
I am a definitely Khinkhali lover, I like to get dirty while biting and you know, for an Italian is very easy to hold a Khinkhali properly.
HR hub: How do you get inspiration to create some new tastes?
Inspiration is always based on a memory, just smell a product and plenty of ideas start to combine together.
HR hub: Which country’s cuisine is number 1 for you?
I’m really proud to say that Italian cuisine is so rich of traditions and variety that I not finish yet my journey around taste of Italy….and without doubt is one of the best cuisines.
HR hub: What kind of skills are necessary to become a professional Chef?
Unlike what television programs are showing, work in a kitchen is very hard job and requires a lot of sacrifice. Skills are coming only with time and mistakes.
HR hub: Give advices to people who are at the beginning of a career.
Don’t give up…..try always and repeat, perfection is made only with practice.
HR hub: Tell us one recipe of your favorite Italian dishes.
One of the my favorite dishes is “Risotto Fume” with smoked Scamorza cheese and speck from mountains in the north of Italy.
Roast the rice with butter, white onion and a bit of white wine. Continue to cook with vegetable stock until it’s done, approximately 15 minutes.
When risotto is ready add Parmigiano Reggiano, smoked Scamorza cheese with chopped speck and mix well….then just enjoy the taste, or come in Filini and I will make it for you!