შემოგვიერთდით

გახდი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული SPHRi-ის პროფესიული ტიტულის მფლობელი

25 მაისიდან, BDO Academy-ში მსოფლიოში HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის  HRCI-ის მიერ შექმნილი SPHRi-ის სერტიფიცირების მოსამზადებელი კურსი იწყება.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, HR-ის პროფესიული ტიტულის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი ჩატარდება Online, რომელსაც გაუძღვება თეიკო ბოკუჩავა (PHRi | SPHRi) – სერტიფიცირებული “ადამიანური რესურსების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” HRCI მიერ.

SPHRi-ს სერტიფიცირების შესახებ

SPHRi საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პროფესიული ტიტულია, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი (HRCI) გთავაზობთ.

SPHRi-ის ტიტულის მფლობელები ხვდებიან ტიტულოვან სპეციალისტთა მონაცემთა ბაზაში. საერთაშორისო ან მაღალი ორგანიზაციული სტანდარტით მომუშავე დამსაქმებელი ორგანიზაციები, პირველ რიგში, ამ ბაზებში ეძებენ მომავალ თანამშრომლებს. ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თქვენს რეზიუმეში, პროფესიულ და სოციალურ ქსელებში თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითებთ SPHRi-ის ელექტრონულ სამკერდე ნიშანს. მაგ. Teiko Bokuchava, SPHRi

გამოცდაზე გასვლის პრე-რეკვიზიტები

  • მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის პოზიციაზე + სამაგისტრო ხარისხი ან ადგილობრივი ექვივალენტი

ან

  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის პოზიციაზე + საბაკალავრო ხარისხი ან ადგილობრივი ექვივალენტი

ან

  • მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის პოზიციაზე + სკოლის ატესტატი.

გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.hrci.org/our-programs/our-certifications/sphri

ტიტულის უპირატესობები:

  1. დასაქმების შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ
  2. უფრო მაღალი დასაქმების კოეფიციენტი
  3. სწრაფი კარიერული წინსვლა
  4. მაღალი ანაზღაურება
  5. SPHRi-ის კურსდამთავრებულის პრესტიჟული სტატუსი, რომელსაც რეზიუმეში მიუთითებთ.

კურსის პრე-რეკვიზიტები:

  • ინგლისური ენა B2
  • აკადემიური ხარისხი ან სამუშაო გამოცდილება HR-ის მიმართულებით

ბიდიო აკადემია პირველი ოფიციალური ტრენინგ ცენტრია მთელს ამიერკავკასიაში, რომელიც HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის HRCI-ის მოსამზადებელი კურსების ოფიციალური პროვაიდერის (CPP) პრესტიჟული სტატუსით სარგებლობს.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, BDO Academy Online კურსებზე 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.

#დარჩისახლში და #ისწავლესახლიდან

#კენწეროარარსებობს