1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ციტადელის HR ბიზნეს პარტნიორის ქეთი ბეწუაშვილის ინტერვიუს. კომპანია ციტადელი 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
ბოლო რამდენიმე წელია ციტადელი აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. თუმცა ყველაფერი რამდენიმე ადამიანით დაიწყო და ჩვენი კომპანიაც, გუნდურ და ოჯახურ ღირებულებებზე აშენებდა ბიზნესს. ახლა ბევრად მეტნი ვართ, თუმცა
ჩვენი ორგანიზაციული კულტურა კვლავ ერთიანობასა და ერთმანეთის თანადგომაზეა ორიენტირებული. ჩვენ ვცდილობთ თანამშრომლებისთვის კომფორტული და ამავდროულად გამოწვევევბზე ორიენტირებული სამუშაო
გარემო შევქმნათ.
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….
ჩემთვის, ისევე როგორც ბევრისთვის HR პროფესიონალი ალბათ არის ის შუამავალი, რომელიც მოქმედებს ორგანიზაციის მისიიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე, მუდმივ კონტაქტზეა თანამშრომლებთან და ცდილობს მათი მაქსიმალური პოტენციალი გამოავლინოს, განავითაროს უნარები და სამუშაო პროცესში მათი ჩართულობა მაქსიმალურად გაზარდოს.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
ასეთი წინასწარ განსაზღვრული ფორმულა ნამდვილად არ მაქვს, რადგან ვფიქრობ რომ ყველა ვაკანსიას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, თუმცა HR-ს ყოველთვის უხარია, როცა ვაკანსიაზე გამოგზავნილი განაცხადი პასუხობს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გასაუბრებაზე მოსული კანტიდატი მოტივირებულია.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
რაც არ უნდა ბევრი განაცხადი შემოვიდეს ნებისმიერ ვაკანსიაზე, ყველა რეზიუმეს აუცილებლად ვეცნობი.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?ციტადელში მუშაობის დაწყება ნიშნავს, რომ მოხვდები დიდ მეგობრულ გუნდში, სადაც თითოეული თანამშრომლისთვის შექმნილია კომფორტული და თავისუფალი სამუშაო გარემო. რა საფეხურზეც არ უნდა შემოგვიერთდეს ახალი წევრი, თანამშრომლები მას მოსვლის პირველივე დღეებიდან უზიარებენ ორგანიზაციულ კულტურასა და ცოდნას. ციტადელი, ყველა თანამშრომელს პირველივე დღიდან უზიარებს თავის ღირებულებებს, რადგან ვხვდებით, რომ ჩვენი წარმატება განპირობებულია თანამშრომლებით, რომლებიც ერთობლივად ცდილობენ განავითარონ კომპანია და აძლიერებენ ერთმანეთს.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
აუცილებლად მოემზადეთ გასაუბრებისთვის, მცირე ინფორმაცია მაინც მოიძიეთ კომპანიაზე და თქვენ მოტივაციას აუცილებლად დაინახავს ნებისმიერი HR. თქვენ აუცილებლად იპოვით სასურველ სამსახურს. კარიერულ წარმატებას გისურვებთ!
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.