თუ გამართულად საუბრობთ გერმანულ ენაზე და გსურთ იმუშაოთ საერთაშორისო კომპანიაში, არ გამოტოვოთ CMX Solutions- ის ღონისძიება, რომელიც 21 ოქტომბერს, ქუთაისში, სასტუმრო Kutaisi Inn-ში (მის. დ. აღმაშენებლის N2) 12:00-14:00 ან 16:00-18:00სთ-ებში გაიმართება.
ღია კარის დღეზე მიიღებთ ინფორმაციას კომპანიისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ!
CMX ღია კარის დღეზე ელის ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ გერმანულად! დასაქმების მსურველებს არ ესაჭიროებათ სამუშაო გამოცდილება, საკმარისია მხოლოდ გერმანული ენის კარგი ცოდნა და კომუნიკაციის საუკეთესო უნარები. დასაქმება ეხება მომხმარებელთა მომსახურებას და არა გაყიდვებს. დასწრება შეუძლია ყველას, ვინც ფლობს გერმანულ ენას. ამისთვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია, აირჩიოთ სასურველი დრო და მიხვიდეთ ღონისძიებაზე. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: www.google.form
CMX Solutions ეს არის გერმანული კომპანია ბერლინიდან, რომელსაც აქვს მომხმარებელთა მომსახურების კონტაქტ ცენტრი სკოპიეში – მაკედონია, თბილისში – საქართველო და ერევანში – სომხეთი. მაკედონიაში კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 120-ზე მეტი თანამშრომელი, საქართველოში 200-ზე მეტი და სომხეთში – 220.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ CMX-ის ვებგვერდს www.cmx-solutions.com ან Facebook-ს www.facebook.com/CMXSolutionsGeorgia.