HR hub აგრძელებს ვორქშოპების სერიას და გთავაზობთ ექსკლუზიურ ვორქშოპს: “სიცოცხლის ენით კომუნიკაცია HR-ში”, რომელიც დებს შედეგს. ვორქშოპი 30 სექტემბერს 11:00 – 17:00 (ხანგრძლივობა: 1 დღე, 6 საათი, შესვენებებით) Holiday Inn – ი ჩატარდება.
რატომ უნდა დავესწროთ ამ ვორქშოპს?
კომუნიკაცია HR-ის ყველაზე ძლიერი იარაღია. ამ კუთხით ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარება კიდევ უფრო გაგაძლიერებთ და დაგეხმარებათ პროფესიულ საქმიანობაში.
უკეთ გაუგებთ უპირველესად საკუთარ თავს, ორგანიზაციის მფლობელს, ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს, მთელ გუნდს.
ვორქშოპზე, სპეციალურად HR hub – ისთვის შექმნილ ექსკლუზიური პროგრამით, გექნებათ შესაძლებლობა დაამუშავოთ თქვენი კონკრეტული გამოწვევები, გაიცნოთ “სიცოცხლის ენის” საფუძვლები და სრულად დაატრანსფორმიროთ ხედვა ამ გამოწვევის გარშემო, რასაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებთ.
რა ვგულისხმობთ სიცოცხლის ენაში?
სიცოცხლის ენა არის მსოფმხედველობა, რომელიც შლის სიღრმეს და აახლოვებს ადამიანებს. ეს არის კომუნიკაცია გულიდან და არა თავიდან.
რას უნდა ელოდო ამ ვორქშოპისგან
- ისწავლი, როგორ ილაპარაკო დირექტორის, მფლობელის და თანამშრომლების ენაზე — ერთდროულად;
- შეიმუშავებ HR კომუნიკაციის სტილს, რომელიც არა მხოლოდ გასაგებია — არამედ შედეგიანი;
- განავითარებ ენას, რომელიც ააშენებს ნდობას და გაზრდის გავლენას ორგანიზაციაში.
ვორქშოპის პროგრამა
ძირითადი თემები:
- ეფექტური და ეფექტიანი კომუნიკაცია HR-ში;
- „სიცოცხლის ენა“ — ურთიერთობის ახალი გზა და ინსტრუმენტი HR პროფესიონალებისთვის;
- განსხვავებული პოზიციების აღქმა და უკეთესად გაგება;
- მხარეების საჭიროებების გააზრება;
- განსხვავებული პოზიციებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი პოზიციების დაახლოება.
ჩვენთან გატარებული ეს ერთი დღე შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენი ცნობიერების და კარიერის განვითარებისთვის. არ გამოტოვოთ ეს შანსი.
ვინ გაუძღვება ვორქშოპს:
ვორქშოპს გაუძღვება საშა კაცმანი, რომელიც არის ენტერპრენერი, პიროვნული და ორგანიზაციული ცნობიერების განვითარების მენტორი და პოპულარული პოდკასტის ავტორი. საშა 30 წელია დაკავებულია ეფექტური ინტრაპერსონალური და ინტერპერსონალური კომუნიკაციის საკითხის სიღრმესეული შესწავლით და სწავლებით, მის ანგარიშზე ბევრი წარმატებული და ინოვაციური ორგანიზაციული ტრანსფორმაციაა, არა ერთ ბიზნეს ინდუსტრიაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც.
ვისთვისაა ვორქშოპი:
ვორქშოპი განკუთვნიალია კერძო და საჯარო სექტორის
- HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები, HRBP-ები, Talent Managers, People Partners);
- დამფუძნებლები, დირექტორები, C-Suite მენეჯერები.
შეავსეთ აპლიკაცია, დარეგისტრირდით ახლა და გახადეთ თქვენი HR კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული!
ადგილები სწრაფად ივსება, შემოგვიერთდით ვოქრშოპზე კოლეგებთან ერთად!
სარეგისტრაციო ბმული: forms.gle/wFksngB7Q7zQTPaM8
ვორქშოპზე დასწრების ღირებულებაა: 945 ლარი.