HR hub–ის ორგანიზებით, 3 ოქტომბერს, Pullman Tbilisi Axis Towers – ში, 17:00-20:00 სთ-ზე კარიერის და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.
ღონისძიების განრიგი:
- 17:00 ღონისძიების გახსნა;
- 17:10 – 20:00 გასაუბრებები;
- 17:10 – 20:00 – კარიერის კონსულტანტებთან შეხვედრები;
- 17:40 – სპიკერი სცენაზე ანა ანდღულაძე;
- 18:00 – სპიკერი სცენაზე თამთა ნუცუბიძე;
- 18:20 – სპიკერი სცენაზე გურამ ნაცვალაძე;
- 18:40 – სპიკერი სცენაზე ლევან ბახია;
- 19:00 – სპიკერი სცენაზე ნინო გომართელი;
- 20:00 – ღონისძიების დასასრული.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” გრანდიოზულ შეკრებაზე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.
თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო
რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?
- გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
- გაესაუბროთ დამსაქმებელს და კარიერის კონსულტანტებს;
- დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
- წარმატების კუთხეში, მოისმინოთ საინტერესო სპიკერების გამოსვლები დასაქმებაზე, კარიერასა და მომავლის პროფესიებზე;
- იპოვოთ სამსახური.
ფესტივალზე შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.
სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.
ღონისძიებაზე უნიკალური შანსი გექნებათ, შეხვდეთ კარიერის კონსულტანტებს ანა ანდღულაძეს, თამარ ქავთარაშვილსა და მარიამ ჩოხელს.
რაში დაგეხმარებიან ისინი?
- შეძლებ შეადგინო კარიერული გზამკვლევი;
- მიიღებ რეკომენდაციებს რეზიუმესა და LinkedIn-ის შესახებ;
- გამოცდი იმიტირებული ინტერვიუს;
- დაეუფლები საკუთარი უნარების შეფასების ტექნიკებს;
- მიიღებ რეკომენდაციებს სამსახურის საძიებო სტრატეგიების შესახებ;
- მიიღებ რეკომენდაციებს პროფესიული განვითარების შესახებ.
სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, თქვენ მოისმენთ სპიკერების გამოსვლებს:
- 17:40 – ანა ანდღულაძე – კარიერის კონსულტანტი
თემა: ციფრული პლატფორმების ეფექტურად გამოყენება დასაქმებისთვის
- 18:00 – თამთა ნუცუბიძე – გრანთ თორნთონის აუდიტის მეჯერი
თემა: პროფესია აუდიტორი. გაიგებთ, თუ როგორია აუდიტორის კარიერული გზა და რა კომპეტენციები და უნარებია აუცილებელი პროფესიული წარმატებისთვის;
- 18:20 – გურამ ნაცვალაძე, SkYHI-ის თანადამფუძნებელი და CTO, აქსელერას დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
თემა: დასტარტე IT კარიერა
- 18:40 – ლევან ბახია (ნებისწერის ავტორი)
თემა: რასაც ირჩევ ის ხდება
- 19:00 – ნინო გომართელი ორგანიზაციული ლიდერობის მაგისტრი აღმასრულებელ პირთა სერთიფიცირებული ქოუჩი
თემა: ეგო, ჩვენი წარმატების გზა თუ შემაფერხებელი ბარიერი?
- Wendys
- Dunkin
- Subway
- შპს ბიესი
- დეილი
- Girteka Logistics
- ორი ნაბიჯი
- კროკობეთი / კროკო სქუადი
- კომპანია ავტოტექნო
- Kontakt Home
- შპს ,,ნუტრიმაქსი”
- ნიკორა ტრეიდი
- სამომხმარებლო მომსახურება
- Pasha Bank
- აა(ი)პ აქსელერა / ACCELERA
- JSC GEPHA
- Bolt Georgia (Smartly)
- Proxy Live Solutions
- Hotels and Preference Hualing Tbilisi
- ახალი ქსელები
- CMX Solutions
- Global Benefits Georgia
- შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი
- კარფური (შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია)
- შპს სევსამორა მენეჯმენტი
- პულმანი
- Grant Thornton LLC
მიმდინარეობს მონაწილე კომპანიების რეგისტრაციაც, რომლებიც ფესტივალზე წარმოადგენენ დამსაქმებლის ბრენდებს, ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს. თუ გსურთ თქვენი კომპანია შემოუერთდეს ,,დასაქმების ფესტივალს”, დაარეგისტრირეთ აქ: hrhub.ge/job-fest
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: Geosoft სასტუმრო ეპიზოდი და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მედია პარტნიორია Business Insider Georgia
გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!