დღეს 3 მარტი ორგანიზაციებშიც აღნიშნეს და ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს.
“ნიკორა სუპერმარკეტის” HR გუნდმა, 3 მარტთან დაკავშირებით თბილისში, ბაკურიანსა და ქუთაისში მრავალშვილიან დედებს იამზეს, ინგასა და შორენას სიურპრიზი მოუწყო და დედის დღე მიულოცა.
მართლაც ბედნიერებაა გყავდეს 5 და მეტი შვილი, იყო რეალიზებული და გქონდეს შესაძლებლობა შექმნა მათი წარმატებული მომავალი.
“”ნიკორა სუპერმარკეტი” გილოცავთ დედის დღეს 💐
ამ პატარა ვიდეო რგოლით გვინდა გაგაცნოთ ჩვენი მრავალშვილიანი დედები იამზე, ინგა, შორენა და მოგიყვეთ იმ პატარა სიურპრიზის შესახებ რომელიც მათ მოვუწყეთ” – წერენ კომპანიის კარიერის გვერდზე: Nikora Career • ნიკორა კარიერა.
“პალიტრა მედია ჰოლდინგმა” კი ასეთი ლამაზი გარემო დაახვედრა ოფისში მისულ თანამშრომლებს.
დედის დღე მიულოცა თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც.