შემოგვიერთდით

როგორ მოვემზადოთ დისტანციური გასაუბრებისთვის –  MY.GE-ის რჩევები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით MY.GE დისტანციური მუშაობის მოდელზე გადავიდა.

ასევე, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაგეგმილი შეხვედრები და გასაუბრებებიც დისტანციურად იმართება. სწორედ, ამ თემაზე საკუთარ გამოცდილებას MY.GE-ის HR Chapter lead ქრისტი ჩიქოვანი გაგვიზიარებს.

სატელეფონო თუ ვიდეო გასაუბრება ძალიან საინტერესო და ეფექტურია, როცა გსურს დასაქმდე სხვა ქვეყანაში/ქალაქში, ან სულაც შენსავე ქალაქში, უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდე პოტენციურ დამსაქმებლამდე მისვლას.

ერთი შეხევდით, შესაძლებელია დისტანციური გასაუბრება ბევრისთვის სტრესთან ასოცირდება, ვინაიდან თვლიან, რომ პირველი შთაბეჭდილების მოხდენა კომპიუტერის ეკრანითა თუ ტელეფონის საშუალებით ძალიან რთულია. თუმცა, თუ გაითვალისწინებ რამდენიმე სასარგებლო და აუცილებელ რჩევას, დისტანციურ ინტერვიუში წარმატების ისეთივე შესაძლებლობა გექნება, როგორიც პირისპირ გასაუბრების დროს.

  1. წინასწარ განსაზღვრე გასაუბრების ტექნიკური დეტალები
  • თუ დამსაქმებელს სურს დისტანციური გასაუბრება, არ დაიბნე და კითხე იმ პლათფორმის (Skype, Viber, Goole Hangout და ა.შ) შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება ინტერვიუსთვის, რათა ბოლო წამს არ აღმოჩნდე გაუგებრობაში, მხოლოდ პასუხი „დიახ“ კითხვაზე „თანახმა ხართ თუ არა დისტანციურ გასაუბრებაზე“ არ არის საკმარისი;
  • რამოდენიმე წუთით ადრე შეამოწმე ინტერნეტ კავშირი, რათა უხერხულობა აიცილო თავიდან;
  • ინტერვიუს დაწყებამდე აუცილებლად შეამოწმე პერსონალური კომპიუტერის, ლეპტოპის, პლანშეტისა თუ ტელეფონის ვიდეო კამერა;
  • შეარჩიე მიკროფონიანი ყურსასმენი და გასაუბრების დაწყებამდე დაურეკე მეგობარს, ახლობელს ან ოჯახის წევრს, რათა წინასწარ შეამოწმო მისი გამართულობა;
  • თუ გასაუბრების ადგილად აირჩევ სახლს, სასურველია, შეარჩიო წყნარი ადგილი. ასევე გააფრთხილო ოჯახის წევრები ინტერვიუს შესახებ, რათა ხმაური არ აღმოჩნდეს ხელისშემშლელი ფაქტორი;
  • დახურე ყველა ის პროგრამული ფანჯარა , რომელიც გახსნილი გაქვს კომპიუტერში, რადგან არ გაგეფანტოს ყურადღება;
  • შეეცადე ინტერვიუსთვის შეარჩიო ისეთი ფონი, რომელიც ნეიტრალურია, ასევე გაასწორე კამერა ისე, რომ არ გამოჩნდეს ოთახში მოთავსებული ზედმეტი ნივთები.
  1. მოემზადე ინტერვიუს შინაარსობრივი ნაწილისთვის სრულყოფილად, ეს ხომ მეტად მნიშვნელოვანია.
  • მოიძიე ინფორმაცია კომპანიის შესახებ, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ვებგვერდზე მისი პროდუქტებისა თუ სერვისების უკეთ გასაცნობად. მოიძიე ის ბოლო აქტივობები, რაც განხორციელდა კომპანიის მხირდან. შესაძლოა,  დამსაქმებელმა გკითხოს აზრი აღნიშნულის შესახებ;
  • მოამზადე შენთვის საინტერესო კითხვები, რაზეც გსურს, რომ პასუხი მიიღო ინტერვიუერის მხრიდან;
  • ინტერვიუს პროცესში თან გქონდეს კალამი და წინგაკი, შესაძლოა რამის ჩანიშვნა მოგიწიოს. ამისთვის მზად უნდა იყო;
  • შეეცადე, შენი ჩაცმულობა პირისპირ, ოფისში გამართული ინტერვიუს მსგავსი იყოს, შენი იმიჯი უნდა ასახავდეს შენს პროფესიონალურ მხარეს;
  • ყურადღება მიაქციე არავერბალურ კომუნიკაციას: შეინარჩუნე თვალებით კონტაქტი ინტერვიუერთან, კითხვაზე პასუხის გაცემისას შეეცადე მზერა მიმართო კამერისკენ და მოერიდე ინსტიქტურად სხვადასხვა მხარეს გახედვას;
  • გამოხატე ენთუზიაზმი, მოტივაცია და ოპტიმიზმი, ისე როგორც გამოხატავდი პირისპირ, ოფისში გამართული ინტერვიუსას.
  1. იმ შემთხვევაში თუ:

ვიდეო კამერა ან მიკროფონი  მოულოდნელად შეწყვეტს მუშაობას:

  • ინტერვიუს დაწყებამდე კითხე ინტერვიუერს ტელეფონის ნომერი, რათა აღნიშნული ხარვეზის შემთხვევაში შეძლო დაკავშირება და ინტერვიუ გაგრძელდეს ტელეფონის საშუალებით;

ვინმე მოულოდნელად შემოვა შენს ოთახში:

  • ოჯახის წევრი ან თუნდაც საყვარელი ცხოველი(ძაღლი, კატა) ბოდიში მოუხადე ინტერვიუერს, ითხოვე რამოდენიმე წუთი, გამორთე  კამერა და მიკროფონი, რათა შეძლო პრობლემის მოგვარება უხერხულობის გარეშე. ხოლო ინტერვიუს გაგრძელებამდე შეეცადე დარწმუნდე, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება.

ხელის შემშლელი ფაქტორი ხმაურია:

  • პოლიციის თუ სასწრაფოს სირენის ხმა ან სხვა სახის გარედან შემოსული ხმაური გახდა ინტერვიუს პროცესის უხერხულობის ნაწილი, მოუხადე ბოდიში ინტერვიუერს, ითხოვე რამოდენიმე წუთი, სანამ ხმაური გაივლის და აუღელვებლად გააგრძელე პროცესი.

გისრუვებ წარმატებულ პირისპირ თუ დისტანციურ გასაუბრებას.

  •  
  •  
  •  
  •  
Copy link
Powered by Social Snap