HR hub-ის ორგანიზებით, 25 ნოემბერს თბილისში, ჰოლიდეი ინნში (26 მაისის ოედანი N1) დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას.
თუ ეძებთ თანამშრომლებს და გსურთ თქვენი კომპანია პოტენციურ კანდიდატებს ერთ სივრცეში წარუდგინოთ და მოიზიდოთ ტალანტები, შემოგვიერთდით დასაქმების ფესტივალზე!
რა არის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:
- ორგანიზაციის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 1357 ლარი + VAT
- თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/VhHyDVrgXX3xXksJA
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი.
მიზანი:
კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.
გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.
ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 5 000-მდე კანდიდატი.
ასაკობრივი ჯგუფი:
- 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
- 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა დასაქმების ფესტივალში?
- დამსაქმებლის ბრენდის წარდგენა, წვდომა ათასობით სამუშაოს მაძიებელთან და კანდიდატების მოზიდვა;
- სამუშაოს მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
- დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობა.
- დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა;
- კომპანიის პოზიციონირება, როგორც აქტიური და თანამედროვე დამსაქმებელი;
- დროის ეფექტური დაზოგვა და სწრაფი შერჩევა.
- ორგანიზაციას, რომელსაც მიმდინარედ აქტიური ვაკანსიები არ აქვს, შეუძლია დამსაქმებლის ბრენდების გამოფენაში Employer Brand Space მიიღონ მონაწილეობა და გააზიარონ საუკეთესო პრაქტიკები, კანდიდატებს გააცნონ სამუშაო გარემო სამომავლო თანამშრომლობისთვის.
რა სერვისს მიიღებთ ჩვენგან?
- კანდიდატების მოზიდვა და კანდიდატებთან შეხვედრა (დამსაქმებლის ბრენდის წარდგენისა და გასაუბრებებისთვის);
დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მომუშავე ყველა კომპანიას თუ ორგანიზაციას, ოფლაინ ფესტივალში კი – თბილისის ფილიალებს.
საორგანიზაციო დეტალები:
- თქვენი სივრცე: 4 კვ.მდე.
- ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;
როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:
შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.
პროექტის თაიმლაინი:
1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. დასაქმების ფესტივალი.
HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.
გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები:
- 2024 წელი – ფოტოები
- 2023 წელი – ფოტოები
- 2022 საახალწლო დასაქმების ფესტივალის ფოტოები
- 2022 საზაფხულო დასაქმების ფესტივალის ფოტოები
- კარიერისა და დასაქმების ფესტივალები;
- საყოველთაო გასაუბრება;
- Tbilisi Jobs;
- Expo Job;
- ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
- ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
- Job Fest.
გამოიყენეთ შანსი ეფექტურად და სწრაფად შეარჩიოთ საუკეთესო ტალანტები!
თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge

