შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – “ფორს-მაჟორი • Force Majeure-ს” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ის ორგანიზებით და World Vision საქართველოს მხარდაჭერით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ “ფორს-მაჟორი • Force Majeure-ის” ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის მარიამ გოჩიტაშვილის ინტერვიუს.

„ფორს-მაჟორი • Force Majeure“ წარმოადგენს კომპანიას, რომელიც დაკავებულია შრომითი უსაფრთხოებით, იურიდიული და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით. შესაბამისად, ჩვენი გუნდი შედგება სხვადასხვა სფეროში პროფესიონალი ადამიანებისგან.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

შპს „ფორს-მაჟორი • Force Majeure“ სრულიად იზიარებს და ნერგავს ახალ მენეჯერულ მიდგომებს, რაც გამოიხატება თანამშრომლებზე ორიენტირებულ მენეჯმენტსა და მათი განვითარების შესაძლებლობების დანერგვაში. ჩვენი გუნდი აღიარებს ადამიანური კაპიტალის განუზომელ მნიშვნელობას ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების რეალიზაციაში.

ჩვენს კომპანიაში დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო, მკვეთრად ჩამოყალიბებული ორგანიზაციული წესები და სტრატეგიული მიზნები.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს …

პირველ რიგში, კომპანიისთვის საჭირო/ვაკანტური პოზიციების დიაგნოსტიკას, მათ სრულყოფილად შესწავლა-გამოკვლევასა და თანამშრომელთა შერცევის შესაბამისი პროცედურის გაწერას. მეორე მხრივ, შერჩევის თანმიმდევრული პროცესის წარმოებასა და კომპანიის საჭიროებების შესაბამისი ადამიანური კაპიტალით შევსებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, შერჩეული კანდიდატების ადაპტაციაში და შესაძლებლობების ეფექტურად გამოვლენაში პოზიტიური წვლილის შეტანა.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

პირველ რიგში, რამდენად თავსებადია კანდიდატი ჩვენი კომპანიის ორგანიზაციულ კულტურასა და საერთო გარემოსთან, რამდენად ახასიათებს ის თვისებები და უნარები, რაც ჩვენი ორგანიზაციის ღირებულებებთან თანხვედრაში იქნება. ამასთან, მნიშვნელოვან ყურადღებას ვაქცევ, რა თქმა უნდა, პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს რომელიც …

ვცდილობ, ნებისმიერ რეზიუმეს მიეცეს განხილვის შანსი. თუმცა, უმჯობესია, თუ რეზიუმე იქნება თანმიმდევრული, ლაკონური, გამართული გრამატიკული წინანდადებებით შედგენილი, PDF ფაილად გამოგზავნილი.
HR hub:  რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეგობრული და კეთილგანწყობილი საუშაო გარემოში მოხვედრის მოლოდინი, სადაც მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებენ. ასევე, უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ექნება საკუთარი უნარებისა და ცოდნის გამოვლენის კარგი შესაძლებლობა; დახვდება, მოტივაციის, როგორც მატერიალური – მაღალი ანაზღაურება, საბონუსე სისტემა, ასევე, არამატერიალური – პროფესიული განვითარება, აღიარება – დაფასება, მეთოდები.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს 

მაქსიმალურად ეძიონ ახალი შესაძლებლობები, არ დაელოდონ მხოლოდ შემოთავაზებებს. ეცადონ, მუდმივად განვითარდნენ და იყვნენ თავდაჯერებულები, რომ შეუძლიათ მიზნის მიღწევა.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო,  GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.