შემოგვიერთდით

Geosafety სამუშაოებს არსებული სიტუაციის შესაბამისად ადაპტირებული სტრატეგიით გააგრძელებს

მიუხედავად არსებული სიტუაციისა და გამოწვევებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყანაში დასაქმებულების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ყოველდღიურად მსოფლიოში 6000 ადამიანამდე იღუპება უბედური შემთხვევებითა თუ პროფესიული დაავადებებით, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო არის ის მთავარი უფლება, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია.

GeoSafety – ის გუნდი აგრძელებს მუშაობას და დასაქმებულების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ,,ჩვენი ტექნიკური გუნდი მომსახურების გაწევისას შესაბამისად აღჭურვილი და დაცული იქნება, ასევე პარტნიორ კომპანიებს შევთავაზებთ დეზინფექციის მომსახურების განსაკუთრებულ  პირობებს. ვთვლით, რომ უმნიშვნელოვანესია უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების  პრევენცია, ასევე ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მხრივ დადებითი დინამიკის შენარჩუნება.

ერთი წლის განმავლობაში GeoSafety – ის გუნდმა  მოახერხა 3000 ობიექტზე ინსპექტირების განხორციელება, რისკების შემცირება, სწავლებების ჩატარება და 25000-ზე მეტი ადამიანის ცნობიერების ამაღლება. მზად ვართ, უფრო მასშტაბური და პროდუქტიული შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, ასევე შეღავათები გავუკეთოთ იმ სეგმენტებს, რომელსაც ყველაზე მეტად შეეეხება კრიზისი – აცხადებენ კომპანიაში.