გრანთ თორნთონ ინტერნეშენალმა ფინანსური წელი შეაჯამა.
2020 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, ქსელში შემავალი კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 5,76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,6%-ით არის გაზრდილი. მუდმივი კურსის პირობების* გათვალისწინებით, ზრდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და 1,6%-ს შეადგენს, რაც ჯამურად 5,81 მილიარდი აშშ დოლარია.
კერძოდ:
- სტრატეგიულად მზარდ ბაზრებზე გრძელვადიანი ინვესტიციების შედეგად, ფინანსური ზრდის ორციფრიანი მაჩვენებელი დაფიქსიდა ისეთ მნიშვნელოვან ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია (+ 33,4%), გერმანია (11,9%), ინდოეთი (+ 14,8%), მალაიზია (11,8%) და სინგაპური (19,9%).
- ევროპის დიდი ფირმებიდან აღსანიშნავია ფინანსური ზრდა დანიაში (9,4%), საფრანგეთში (5,6%), გერმანიაში (11,9%), საბერძნეთში (14,6%), ირლანდიაში (8,2%), ნიდერლანდებში (9,6%), შვედეთში (4.6%) და შვეიცარიაში (5.4%).
- ცენტრალური ევროპის ფირმებიდან აღსანიშნავია ზრდა ავსტრიაში (+ 13,1%), ჩეხეთში (67,3%), პოლონეთში (+ 17,3%) და სლოვაკეთში (+ 29,8%).
- ჩრდილოეთ ამერიკაში მცირე ზრდის მიუხედავად, კანადაში ჩვენს ფირმებში ზრდა დაფიქსირდა: Canada LLP-5,8% და RCGT-3,6%.
- ქსელის სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია ძლიერი ზრდა არგენტინიდან (41,6%), კორეიდან (20,7%) და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (10,1%).
- სტაბილური ზრდა დაფიქსირდა მომსახურების ყველა მიმართულებით, აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება (+3,2%), საკონსულტაციო (+ 0,6%) და საგადასახადო (+ 0,5%).
გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ბოდინი აღნიშნავს: „2020 წელს COVID-19-მა გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, როგორც პირადი, ასევე პროფესიული კუთხით. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, მიმდინარე წლის მარტში გლობალური პანდემია გამოაცხადა, გრანთ თორნთონის წევრმა ფირმებმა მეტად გაამახვილეს ყურადღება თანამშრომლების, კლიენტების და მათი ბიზნესის მხარდასაჭერად. „ამ უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე, გრანთ თორნთონის წევრმა ფირმებმა მსოფლიოს მასშტაბით მოქნილობა და მდგრადობა აჩვენეს. აღსანიშნავია მათი კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და თანამშრომლობა როგორც კლიენტების მიმართ, ასევე ერთმანეთთან მიმართებაში და მე ვამაყობ გრანთ თორნთონის წევრი ფირმებით“.
მსოფლიოში მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, წევრმა ფირმებმა სწრაფად შეძლეს ვირტუალურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, ზოგ შემთხვევაში ერთი ღამეშიც. ეს ყოველივე კი, ბოლო წლების განმავლობაში, ქსელში ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტირების დამსახურებაა. ქსელის შესაძლებლობების განვითარება საშუალებას გვაძლევს შევნარჩუნოთ ოპერირების შესაძლებლობები და ასევე დავეხმაროთ კლიენტებს, გაუმკლავდნენ პანდემიით გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ შოკს. ამ გამოწვევას გრანთ თორნთონის ფირმებმა მთელი მსოფლის გარშემო, ემპათიით, ინოვაციებით და თავიანთ კლიენტებზე ზრუნვით უპასუხეს.
მიუხედავად იმისა, რომ მომავალი გაურკვეველი რჩება, 2021 წელს ვაქცინის იმედი და წლევანდელი მნიშვნელოვანი ზრდა ძლიერ პოზიციაში გვაყენებს. ეს გვაძლევს საფუძველს იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ინვესტიცირება ჩვენს მულტიდისციპლინარულ მოდელში და გვქონდეს შესაბამისი ბერკეტები Covid–ის შემდგომი შესაძლებლობების გამოსაყენებლად” – ამატებს ბატონი პიტერი.
შეჯამება:
- ამერიკა უდიდესი რეგიონია შემოსავლების მიხედვით, რაც შეადგენს შემოსავლის 45.5% (+ 0,0%); შემდეგ მოდის EMEAს ქვეყნები (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) რომელიც 36,6% -ს შეადგენს (+ 2,7%) და აზიის წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები 17,9% -ით (-1,8%).
- აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურების შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 40,4% (2,32 მილიარდი აშშ დოლარი, + 3,2%) შეადგინა; საკონსულტაციო მომსახურების შემოსავალმა – 36.0% (2,08 მილიარდი აშშ დოლარი + 0,6%), ხოლო საგადასახადო სერვისების – 21,8% ($ 1,26 მილიარდი + 0,5%). სხვა სერვისებმა ჯამში 1.8% შეადგინა.
- ახალი კომპანიების შერწყმა და გაერთიანებებმა ჯამში 65 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36 ტრანზაქციით მეტია 2019 წელთან შედარებით. ხუთ რეგიონში განხორცილებული ტრანზაქციების შედეგად, იზრდება სტრატეგიული შესაძლებლობები, რაც ძირითად ბაზრებზე აისახება ბიზნესის დაგეგმვის ნაწილში, COVID-19-ის გამოწვევების მიუხედავად.
- წლის განმავლობაში ადამიანური რესურსები 3.9%-ით გაიზარდა და ჯამში 58229 ადამიანი შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს ჩვენს ინვესტიციებს და ვალდებულებებს მათ მიმართ მსოფლიოს გარშემო. წელს ასევე აღსანიშნავია, ჯუდიტ სპრაიზერის დანიშვნა GTIL– ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ.
- ორი ახალი ფირმა დაემატა ქსელს ჩილეში და თერქს-ქაიქოსის კუნძულებზე.
- *მუდმივი კურსის პირობები გულისხმობს გაცვლითი კურსის ცვლილების უგულებელყოფას და იგივე კურსის შენარჩუნებას 2020 წლის შემოსავლებზე, რაც დაფიქსირდა 2019 წლის ბოლოს ( ეს უზრუნველყოფს ეკონომუკური რეალობის უფრო ზუსტ მონაცემებს თითოეულ ბაზარზე, სადაც ჩვენი კომპანიები ფუნქციონირებენ).
გრანთ თორნთონის ინტერნეიშენელის შესახებ
გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 58,000-ზე მეტი თანამშრომელი, 143 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის. გრანთ თორნთონი ინტერნეშენალი არის აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები.
გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.