შემოგვიერთდით

როგორ ვმართოთ გაყიდვების გუნდი დისტანციურად-პირველი პოდკასტი ,,პროსპექტისგან”

როგორ გავზარდოთ გაყიდვები – ამ შინაარსით გაყიდვების მართვის და აუთსორსინგ კომპანიამ პროსპექტი პოდკასტების სერია დაიწყო.

24 მარტს გაყიდვების მართვის კომპანიამ  “პროსპექტი”, რომელიც ორიენტირებულია დაეხმაროს კომპანიებს გაყიდვების მართვაში და ზრდაში პირველი პოდკასტი ჩაწერა თემაზე როგორ ვმართოთ გაყიდვების გუნდი დისტანციურად. პოდკასტის სტუმარი იყო ჯიპიაი ჰოლდინგის გაყიდვების დირექტორის მოადგილე ვახო კორძაია, რომელმაც ისაუბრა 500 კაციანი გაყიდვების გუნდის დისტანციურ სამუშაო მოდელზე გადაყვანის დეტალებზე, გამოწვევებზე, ტექნიკურ საკითხებზე, სირთულეებსა და დადაბით მხარეებზე.

კომპანია “პროსპექტის” ამ წამოწყების მიზანია, დაეხმაროს ქართულ კომპანიებს განურჩევლად ზომისა თუ ინდუსტრიისა გაყიდვების ოპტიმიზაციაში, ეფექტურად მართვასა და ზრდაში. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ორგანიზაციებს კრიზისის დროს არ შეწყვიტონ მოქმედება, პირიქით გააგრძელონ მუშაობა, იყვნენ კლიენტებთან შესაბამის კომუნიკაციაში, შექმნან ანტიკრიზისული გეგმა და მზად დახვდნენ იმ გამოწვევებს რაც კრიზისი შემდგომ შეიძლება იყოს.

ჩვენ ჩვენი მხრივ გავაგრძელებთ პოდკასტების სერიას, რომელიც დაფარავს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან თემებს და მიმართულებებს, რომლის ძირითადი ხაზი გაყიდვებზე გავა. ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ისეთ თემებზე როგორიც არის:

  • კლიენტების შენარჩუნება და ზრდა
  • თანამშრომლების მოტივაცია
  • პროდუქტიულობა
  • ანტიკრიზისული გეგმა
  • სწორი კომუნიკაცია
  • უძრავი ქონება
  • ტურიზმი და  ა.შ.

ჩვენი სტუმრები იქნებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, ტრენერები, ლექტორები, მაღალი რგოლის მენეჯერები და ბიზნესის მფლობელები. პოდკასტების მოსმენა თავდაპირველად Soundcloud-ზე იქნება შესაძლებელი, ხოლო, ნელ-ნელა სხვა პლატფორმებსაც მოვიცავთ.  ვაპირებთ რომ მიმდინარე პერიოდში კვირის განმავლობაში 2 ახალი სტუმრის პოდკასტი წარვუდგინოთ მსმენელებს, ამით ერთგვარად ვცდილობთ შევანარჩუნებინოთ კომპანიებს ფორმა და იყვნენ ტონუსში, იმისთვის რომ კრიზისს თუ შემდგომ სიტუაციას მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ.

https://soundcloud.com/prospect-sales

დაგვიკავშირდით:
info@prospect.ge 0322 42 02 01

  •  
  •  
  •  
  •  
Copy link
Powered by Social Snap