შემოგვიერთდით

კონკურსის “HR ტურისტი” – მონაწილე კომპანიებისთვის ტრენინგი ჩატარდა

14 აგვისტოს, კონკურსში “HR ტურისტი” მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რეგიონებში გამგზავრებამდე Teamboat-ის დამფუძნებელმა და ტრენერმა  პაატა პაპავამ ეთნოგრაფიულ კვლევაზე ტრენინგი ჩაატარა. 

გუნდებმა მიიღეს რეკომენდაციები თუ როგორ აღმოაჩინონ, შეისწავლონ ტურისტული ადგილები და მოიძიონ ინფორმაცია მოკლე დროში. შეხვედრაზე Georgia Photo Agency-მ მონაწილე კომპანიების გუნდებს გამგზავრებამდე მობილური ფოტოგრაფიის ტრენინგი ჩაუტარა.

მონაწილეებმა მცირე დროში ისწავლეს, როგორ გაიდაიღონ ტელეფონით კარგი და საინტერესო ფოტოები ტურში ყოფნისას და როგორ წარმოაჩინონ ის რეგიონი უფრო საინტერესოდ.

ფოტო გადაღების ტექნიკებზე ისაუბრა ასევე Teamboat-ის მოწვეულმა ფოტოგრაფმა ლევან ვაზნარელმა. ტრენინგზე გუნდები ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. სასურველ ადგილმდებარეობას კი, თავად შეარჩევენ.

გუნდებს სურვილისამებრ შეუძლიათ ადგილობრივად განახორციელეონ CSR აქტივობები.

“HR ტურისტი” ეს არის კონკურსი, გუნდური თამაში, რომელიც HR hub-ის ინიციატივით საქართველოს რეგიონების უცნობი ადგილების აღმოსაჩენად დაიწყო. მონაწილეობას სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერი და მათი კომპანიის თანამშრომლები იღებენ. 

კონკურსის მიზანი HR მენეჯერებისა და მათი გუნდების მიერ საქართველოს რეგიონებში ახალი ადგილების აღმოჩენა, უცნობი ფაქტების შეგროვება და შემდეგ ამ ინფორმაციის გავრცელებაა.  ამავე დროს, რეგიონული ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა.

გუნდებმა მოგზაურობის შედეგად მომზადებული მასალა, საინტერესო პრეზენტაციების სახით, ჟიურის წევრებს უნდა წარუდგინონ შესაფასებლად. მონაწილეების მოგზაურობა რეგიონებში 16 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.  მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, HR hub-ის Facebook-ის გვერდზე იქნება კამპანია და გავრცელდება მონაწილეების ფოტო-ვიდეო მასალა, რომელსაც ადგილიდან მოგვაწვდიან.

ფინალური ღონისძება კი, სადაც პრეზენტაციების წარმოდგენა მოხდება, გაიმართება 10 სექტემბერს. გამარჯვებულს სფეროს პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიურის წევრები გამოავლენენ. გვეყოლება 3 გამარჯვებული გუნდი, რომლიც სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი, მიიღებს იმ კონკრეტული რეგიონის საპატიო ელჩის სტატუსს, რომელზეც მოიძიეს ინფორმაცია.

კონკურსის მხარდამჭერები არიან: TeamboatKing David (KD MEETING SPACE), Georgia Photo Agency და  პალიტრა მედია ჰოლდინგი.