შემოგვიერთდით

HR 2022 – HR სკოლის ახალ კურსზე მიღება გამოცხადდა

ჩვენს დროში ტრანსფორმაცია და ცვლილებები ორგანიზაციების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც უპირველესად HR მენეჯერებს უქმნის ახალ-ახალ გამოწვევებს. მათი დაძლევა კი პროფესიული ცოდნისა და ინფორმაციის მუდმივად განახლებით არის შესაძლებელი. სწორედ ამან გვიკარნახა შეგვექმნა ახალი, განსხვავებული კონცეფციის პირველი HR სკოლა საქართველოში. HR school  HR hub-ის დამოუკიდებელი პროდუქტია, რომელიც უნიკალურ პროგრამებს სთავაზობს HR მენეჯერებს და მათ ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.

გთავაზობთ ჩვენს ახალ კურსს თეონა ბაღათურიასთან ერთად – HR 2022 – ადამიანური კაპიტალის (HR) საკითხების მართვა.

კურსის მოკლე აღწერა: კურსი HR 2022 შეეხება ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვისთვის საჭირო თემებს პატარა თუ დიდ ორგანიზაციებში, ტრენდებს, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შედარებასა და ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული რეალური ქეისების განხილვას.

კურსი უნიკალურია იმ კუთხითაც, რომ ტრენერთან ერთად განიხილება თქვენი კომპანიის კონკრეტული გამოწვევები და ერთობლივად ვიმსჯელებთ და შემოგთავაზებთ შესაძლო პრაქტიკულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

კურსი ყოველ წელს განახლდება და იმ წლის მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე შეიცვლება.

კურსის მიზანია ადამიანური კაპიტალის საკითხების ეფექტურად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, კონკრეტულ ინდუსტრიებში გამოწვევების შესაძლო გამკლავება, HR სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკების გაზიარება, ადგილობრივ შრომის ბაზარზე HR-ის არასწორედ ჩამოყალიბებულ როლზე ცნობიერების ამაღლება, HR-ის როლი დამსაქმებლის ბრენდინგში.

კურსი განკუთვნილია:

  • მოქმედი HR მენეჯერებისთვის, რეკრუტერებისთვის;
  • დამწყები HR სპეციალისტებისთვის;
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.

ტრენერი: თეონა ბაღათურია, ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვის და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი. იგი 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების HR დირექტორი, 4 წლის განმავლობაში შატო მუხრანის და GWS-ის HR და კორპორატიული საკითხების დირექტორი, აქვს 7 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International in Georgia-ს ცენტრალიზებული ადმინისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე. უკვე წლებია კონსულტანტია ორგანიზაციული განვითარების, მენეჯმენტისა და ადამიანური კაპიტალის საკითხებში.

სილაბუსი

შეხვედრა 1 (2 საათი)

  • HR მენეჯერის რეალური როლი და მნიშვნელობა
  • თანამშრომლების შერჩევა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები
  • დამქირავებელი ორგანიზაციის ბრენდის, როგორც ადამიანის, გაცნობა და გათავისება
  • დამქირავებელი ორგანიზაციის ბაზარზე პოზიციონირების მოკვლევა
  • დამქირავებელი ორგანიზაციის პლუსების და მინუსების ანალიზი
  • კონკურენტი ორგანიზაციების უპირატესობების და სისუსტეების მოკვლევა

შეხვედრა 2 (2 საათი)

  • შერჩევის სტრატეგიის განსაზღვრა
  • ვაკანტური პოზიციისთვის რელევანტური სამუშაო აღწერილობის შექმნა
  • შერჩევის და გასაუბრების ეტაპების და მეთოდების ჩამოყალიბება
  • On-boarding

შეხვედრა 3 (2 საათი)

  • HR ადმინისტრირება

შეხვედრა 4 (2 საათი)

  • თანამშრომელთა მოტივაცია
  • კომპენსაცია და ბენეფიტები

შეხვედრა 5 (2 საათი)

  • შეფასების სისტემის მნიშვნელობა და მისი მორგება ორგანიზაციაზე

შეხვედრა 6 (2 საათი)

  • ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომელთა მორგება კულტურაში
  • თანამშრომელთა კეთილდღეობა

შეხვედრა 7 (2 საათი)

  • HR-ის როლი ორგანიზაციის განვითარებაში/ტრანსფორმაციაში

შეხვედრა 8 (2 საათი)

  • კოვიდ-19 და HR-ის გამოწვევები

ტრენინგის პერიოდი: თებერვალი

დღეები: ორშაბათი და ოთხშაბათი

დრო: 19:00

ადგილი: ლექციები ჩატარდება კომფორტულ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ გარემოში, ტერმინალში. თუმცა თუ გსურთ, შესაძლებელია ონლაინ Zoom – ის მეშვეობით დაესწროთ.

კურსის ღირებულებაა 699 ლარი (გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).

დარეგისტრირდით 25 იანვრამდე: https://forms.gle/XEhvyoR9sfaqdExi7

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.